სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჭადრაკი

1:47 | 20.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძემ მერვეზე დაასრულა

ინდოეთის ქალაქ პუნეში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭადრაკში, გოგონათა ტურნირის მონაწილე მერი არაბიძემ (2409) მე-8 ადგილი დაიკავა.

არაბიძეს მე-2 განთესვა გააჩნდა და 13 ტურში 8.5 ქულა მოაგროვა, ჩემპიონი კი უმთავრესი ფავორიტი – რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2430) გახდა 11.0 ქულით. ვერცხლი და ბრინჯაო, შესაბამისად, სარასადატ ხადემალშარიემ (ირანი, 2366) და ან ჩუმპიტაზმა (პერუ, 9.5) გაინაწილეს.

ვაჟებში ტურნირი ჩინელთა ჰეგემონიით წარიმართა. ჩემპიონი შანგლეი ლუ (2533, 10.0 ქულა) გახდა, მეორეზე კი იი ვეი (2641, 9.5) გავიდა. ასევე 9.5 ქულით ბრინჯაო დაისაკუთრა რუსმა ვლადიმირ ფედოსეევმა (2661).

ქართველმა ირაკლი ბერაძემ (2318), რომელიც რეიტინგით 54-ე იყო, თავი 7.0 ქულას მოუყარა და 47-ე პოზიციაზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.11652