თბილისის გარდა, ევროპის 8 ქალაქში გუშინ კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის 3 ჯგუფის მატჩები გაიმართა.
საქართველოს ნაკრების ჯგუფში ორი შეხვედრა გაიმართა. გერმანიამ გიბრალტარის ნაკრები მიიღო და ცალი ფეხითაც არ ეთამაშა. ლიოვის გუნდმა მოწყელება გამოიჩინა, უსუსტესი მეტოქე დაინდო და ოთხ ბურთზე მეტი არ გაუტანა. დუბლი შეასრულა ტომას მიულერმა, ერთი ბურთი მარიო გიოტცემ გაიტანა, ხოლო მეოთხე გოლი სანტოსმა ჩაჭრა თავის კარში – 4:0.
საოცრად დაძაბული შეხვედრა გაიმართა გლაზგოში, სადაც შოტლანდიის ნაკრები ირლანდიას მასპინძლობდა და შონ მელონის გოლის წყალობით გამარჯვებაც მოახერხა, რითაც უკიდურესად დაძაბა ჯგუფში მდგომარეობა. პოლონეთი 10 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო გერმანიას, ირლანდიასა და შოტლანდიას 7-7 ქულა აქვთ.
გასული დღის ყველაზე გამოსარჩევი შედეგი “გეოგიოს კარაისკაკისზე” დაფიქსირდა, სადაც ფარერების ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა საბერძნეთთან. უდიდესი სენსაციის მთავარი შემოქმედი ედმუნდსონი გახდა, რომელმაც 61-ე წუთზე მოახერხა გატანა და ფარერების საფეხბურთო ისტორიაში სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი. აღსანიშნავია, რომ წამყვანი ევროპული ტოტალიზატორები ფარერების მოგებას 24 კოეფიციენტით აფასებდნენ...
რუმინეთის ნაკრებმა შეხვედრის ბოლოსკენ გატეხა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები და ლიდერობა გადაიბარა. ორივე გოლის ავტორი მარჯვენა მცველი, პოლ პაპი გახდა.
ამავე ჯგუფში, უნგრეთის ნაკრებმა გერას გოლით დაამარცხა ფინეთი.
I ჯგუფში პორტუგალიის ნაკრებმა შინ სომხეთი მიიღო და ძალიან გაუჭირდა მისი დამარცხება. გადამწყვეტი სიტყვა ისევ კრიშტიანო რონალდუმ თქვა, რომელმაც 72-ე წუთზე ერთადერთი გოლი გაიტანა. “ლუზიტანები” ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურებიან და მხოლოდ რონალდუს იმედად ყოფნით ძლიერ მეტოქეებთან ნადვილად ვერ გავლენ ფონს. კრიშტიანოს გარეშე კი, ისეთ ნაკრებებთანაც აგებენ, როგორიც ალბანეთია. პორტუგალიის ნაკრებში დიდი ცვლილებების დროა, რომელიც ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა უნდა დაიწყოს.
ჯგუფის მეორე შეხვედრაში სერბეთის ნაკრები დანიას ხვდებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ტოშიჩის გოლით დებიუტშივე იგებდა, მაინც დამარცხდა. კლუბისგან განსხვავებით, ნაკრებში კარგად გამოიყურება ნიკლას ბენდტნერი, რომელმაც დუბლი შეასრულა, ხოლო ერთი ბურთი კიაერის ანგარიშზეა.
D ჯგუფი
შოტლანდია – ირლანდია 1:0 (0:0)
გლაზგო, “სელტიკ პარკი”
შოტლანდია (4-2-3-1): მარშალი, ჰენლი, რ.მარტინი, რობერტსონი, ვაითაკერი, მალგრიუ, ბრაუნი, ნეისმიტი, მელონი, ანია (დ.ფლეტჩერი 88), ს.ფლეტჩერი (კ.მარტინი 56).
მწვრთნელი: გორდონ სტრანჩარი
ირლანდია (4-4-2): ფორდი, კოჰი, ოში, იარდი, კოულმენი, გიბსონი (ქუინი 68), ჰენდრიკი (კინი 78), მაკგიდი, უოლტერსი, ლონგი (ბრედი 68).
მწვრთნელი: მარტინ ო’ნილი
გოლი: მელონი 75.
გაფრთხილებები: ჰენლი, რობერტსონი – მაკგიდი, ჰენდრიკი, კოულმენი, ქუინი
მსაჯი: მილორად მაზიჩი
გერმანია – გიბრალტარი 4:0 (3:0)
ნიურნბერგი, “გრუნდიგ შტადიონი”
გერმანია (3-1-4-2): ნოიერი, დურმი (ჰექტორი 72), ბოატენგი, მუსტაფი, კროოსი (ლ.ბენდერი 79), ხედირა (ვოლანდი 60), გიოტცე, პოდოლსკი, ბელარაბი, კრუსე, მიულერი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
გიბრალტარი (4-1-4-1): რობა, რ.კასციარო, არტელი, გარსია, ჯ.ჩიპოლინა, ვაისმენი, სერჯენტი (სანტოსი 58), რ.ჩიპოლინა, პერესი (პრესტლი 91), უოლკერი, ლ.კასციარო (კ.კასციარო 71).
მწვრთნელი: ალენ ბულა
გოლები: 1:0;2:0 მიულერი (12;29), 3:0 გიოტცე (38), 4:0 სანტოსი (67 ს.კ.).
მსაჯი: ალეხანდრუ ტუდორი
1. | პოლონეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 15:2 | 10 | |
2. | გერმანია | 4 | 2 | 1 | 1 | 7:4 | 7 | |
3. | შოტლანდია | 4 | 2 | 1 | 1 | 5:4 | 7 | |
4. | ირლანდია | 4 | 2 | 1 | 1 | 10:3 | 7 | |
5. | საქართველო | 4 | 1 | 0 | 3 | 4:7 | 3 | |
6. | გიბრალტარი | 4 | 0 | 0 | 4 | 0:21 | 0 |
F ჯგუფი
საბერძნეთი – ფარერები 0:1 (0:0)
გოლი: ედმუნდსონი 61.
რუმინეთი – ჩრდილოეთ ირლანდია 2:0 (0:0)
გოლები: პაპი 74;79.
უნგრეთი – ფინეთი 1:0 (0:0)
გოლები: გერა 84.
1. | რუმინეთი | 4 | 3 | 1 | 0 | 6:1 | 10 | |
2. | ჩრდილოეთ ირლანდია | 4 | 3 | 0 | 1 | 6:3 | 9 | |
3. | უნგრეთი | 4 | 2 | 1 | 1 | 4:3 | 7 | |
4. | ფინეთი | 4 | 1 | 1 | 2 | 4:5 | 4 | |
5. | ფარერები | 4 | 1 | 0 | 3 | 2:6 | 3 | |
6. | საბერძნეთი | 4 | 0 | 1 | 3 | 1:5 | 1 |
I ჯგუფი
პორტუგალია – სომხეთი 1:0 (0:0)
საო ჟოაო და ვენდა, “ესტადიო დო ალგარვე”
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო, პეპე, რ.კარვალიო, გერეირო, ბოსინგვა, დანი (კვარეზმა 70), ტიაგო, მოუტინიო, ნანი (უ.კარვალიო 88), რონალდუ, პოშტიგა (ედერი 56).
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
სომხეთი (4-1-4-1): ბერეზოვსკი, ოსკანიანი, აროიანი, აირაპეტიანი, ოვანესიანი, იედიგარიანი (სარქისოვი 77), არზუმანიანი, მკრტიჩიანი (პიცელი 84), ღაზარიანი (მანუჩარიანი 62), მხიტარიანი, მოვსესიანი.
მწვრთნელი: ბერნარდ ჩალენდესი
გოლი: რონალდუ 72.
გაფრთხილებები: რ.კარვალიო, პეპე, ტიაგო, დანი, უ.კარვალიო – იედიგარიანი, არზუმანიანი
მსაჯი: ტაშოს სიდიროპოლუსი
სერბეთი – დანია 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ტოშიჩი (4), 1:1;1:3 ბენდტნერი (60;85), 1:2 კიაერი (62).
1. | დანია | 4 | 2 | 1 | 1 | 6:4 | 7 | |
2. | პორტუგალია | 3 | 2 | 0 | 1 | 2:1 | 6 | |
3. | ალბანეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 2:4 | 4 | |
4. | სერბეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 5:4 | 1 | |
5. | სომხეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 2:4 | 1 |