ბათუმის დრამატულ თეატრში საზეიმოდ გაიხსნა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში. შეგახსენებთ, რომ ევროპირველობა ექვს ასაკობრივ კატეგორიაში (8, 10, 12, 14, 16 და 18-წლამდე) 12 ტურად იმართება.
ჩემპიონატის გახსნას ესწრებოდნენ და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდეტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა.
ევროპის ჩემპიონატის უცხოელ მონაწილეებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა “ხორუმმა”, ბათუმის საბალეტო სკოლის მოსწავლეებმა და ბავშვთა კოლექტივმა “ლიმპოპომ”.
ცნობისთვის, პარტიები ყოველდღე 15.00 საათზე იწყება. ასპარეზობას სასტუმროები “შერატონი” და “ინტურისტი” მასპინძლობენ. პირველ ტურში 45 ქვეყნის 1000-მდე მოზარდი ჩაება, რომელთაგან 140 საქართველოს წარმოადგენდა.