საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და რუმინული “კლუჟის” ნახევარმცველი, გიორგი ჭანტურია პოლონეთთან წაგებული მატჩის (0:4) შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა.
გიორგი გამოუყენებელ მომენტებს შეეხო და აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში გუნდს ღონე აღარ ეყო. ჭანტურიამ “ჯვაროსანთა” აწ უკვე ყოფილ დამრიგებელზე, თემურ ქეცბაიაზეც ისაუბრა და წარმატებები უსურვა.
“პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, ხოლო მეორეში ღონე აღარ გვეყო. გვქონდა მომენტები, რომლებიც გავანიავეთ. პოლონეთმა კი, თავის შანსები შეირგო და შედეგიც სახეზეა.
ვეცდებით, რომ ასეთი შეცდომები მომავალში აღარ დავუშვათ. თემურ ქეცბაიას კი, ყველგან წარმატებებს ვუსურვებ”, - განაცხადა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ ჭანტურიამ შეხვედრა თადარიგში დაიწყო და მოედანზე 68-ე წუთზე ლევან მჭედლიძის ნაცვლად გამოჩნდა.