ფეხბურთი

21:46 | 19.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"პადერბორნი": შეცვლებიც ამას ჰქვია

"პადერბორნმა" მშვენივრად დაწყებული სეზონის შემდეგ რამდენიმე მატჩი ჩააგდო, აგებდა დღესაც "აინტრახტთან", მაგრამ ბოლო 25 წუთში 3 გოლი გაიტანა და 3:1 იმარჯვა. მწვრთნელმა ანდრე ბრაიტენრაიტერმა 65-ე წუთზე ორმაგი ცვლილება განახორციელა, შემოიყვანა მარვინ დუკში და შტეფან კუჩკე... აი, შეცვლებიც ამას ჰქვია: სამივე გოლში მათ მიიღეს მონაწილეობა და შეიძლება ითქვას, ამ ორმა კაცმა მოატრიალა თამაში. თავადაც ხომ თითო გოლი მიითვალეს. ბრაიტენრაიტერი ამტკიცებს, რომ მართლაც ნიჭიერი მწვრთნელია – მისი კრებული თვალს არ ჭრის, მაგრამ რიგიანად კი ათამაშებს.

"აინტრახტს" რომ მოეგო, მესამე ადგილზე გადავიდოდა, თუმცა "პადერბორნმა" გაიღვიძა და აი, შედეგიც...

"ჰამბურგი" და "ჰოფენჰაიმი" თითო გოლით დაშორდნენ ერთმანეთს. ჰამბურგელები ისევ საშიშ ზონაში არიან და თამაში უნდა გამოასწორონ, თორემ შესაძლოა, წინა სეზონის მსგავსად აღარ გაუმართლოთ და გავარდნენ.

ჰამბურგი – ჰოფენჰაიმი 1:1 (1:1)

ჰამბურგი: დრობნი, დიკმაირი (გიოცი 30), ჯურუ, ოსტრჟოლეკი, ვესტერმანი, არსლანი (შტიბერი 80), ბეჰრამი, ჰოლტბი, ნიკო მიულერი, ვან დერ ვაარტი (იანსენი 66), ლასოგა

მწვრთნელი: იოზეფ ცინბაუერი

ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, ბეკი, ზიულე, ელიონუსი, პოლანსკი, ფირმინო (შიპლოკი 73), რუდი, შვეგლერი, შტრობლი, მოდესტე (შალაი 53), ფოლანდი (ციუბერი 90)

მწვრთნელი: მარკუს გისდოლი

გოლები: 0:1 მოდესტე (15), 1:1 ლასოგა (34)

გაფრთხილება: არსლანი (36), ფოლანდი (45), მოდესტე (50), რუდი (77)

მსაჯი: შიპელი

პადერბორნი – აინტრახტი 3:1 (0:0)

პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰაინლოთი, ჰანემაიერი, შტროდიკი, ციგლერი, ბრიუკნერი, კოჩი (ჰარტერცი 88), რუპი (კუჩკე 65), შტოპელკამპი, ვრანჩიჩი, კაჩუნგა (დუკში 65)

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

აინტრახტი: ვიდვალდი, ანდრესონი, იგნიოვსკი (ჩანდლერი 68), ოცზიპკა, რუში, ჰასებე, ინუი, მედოევიჩი (აიგნერი 77), მაიერი, პიაზონი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: თომას შააფი

გოლები: 0:1 მაიერი (57), 1:1 დუკში (66), 2:1 ჰანემაირი (79), 3:1 კუჩკე (85)

გაფრთხილება: იგნიოვსკი (37)

მსაჯი: აითექინი

1. ბაიერნი 8 6 2 0 21:2 20
2. გლადბახი 8 4 4 0 12:4 16
3. ჰოფენჰაიმი 8 3 5 0 12:7 14
4. მაინცი 8 3 5 0 12:7 14
5. ვოლფსბურგი 8 4 2 2 13:9 14
6. ლევერკუზენი 8 3 4 1 16:14 13
7. პადერბორნი 8 3 3 2 13:11 12
8. აინტრახტი 8 3 3 2 13:13 12
9. შალკე 8 3 2 3 13:12 11
10. ჰანოვერი 8 3 1 4 5:11 10
11. კიოლნი 8 2 3 3 6:7 9
12. აუგსბურგი 8 3 0 5 9:11 9
13. ჰერტა 8 2 2 4 11:16 8
14. დორტმუნდი 8 2 1 5 10:14 7
15. შტუტგარტი 8 1 3 4 9:15 6
16. ჰამბურგი 8 1 3 4 3:9 6
17. ფრაიბურგი 8 0 5 3 8:12 5
18. ვერდერი 8 0 4 4 10:22 4
0.114983