“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი, დიდი ალბათობით, გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს ცსკა-ს წინააღმდეგ. ლამპარდმა ვერ დაასრულა პრემიერლიგის მე-8 ტურის მატჩი “ტოტენჰემის” წინააღმდეგ (4:1) - 28-ე წუთზე საკაცით გაიყვანეს.
“ლამპარდს კუნთები აქვს დაზიანებული. საბოლოო გადაწყვეტილებას კვირას მივიღებთ შემოწმების შემდეგ. ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთში არ წამოვა”- ციტირებს “მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელის პელეგრინის სიტყვებს Sky Sport.
“სიტისა” და ცსკას მატჩი 21 ოქტომბერს “ხიმკის არენაზე” ჩატარდება, რადგან რუსული კლუბის გულშემატკივრებმა არეულობა მოაწყვეს “რომასთან” (1:5) შეხვედრის დროს და კლუბი სამ საშინაო შეხვედრას ცარიელი ტრიბუნით ჩაატარებს.