მადრიდის “რეალის” ახალგაზრდა ნახევარმცველი ისკო ოცნებობს, რომ კარლო ანჩელოტის გუნდში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსი მოიპოვოს.
22 წლის ესპანელმა ორიმერა დივიზიონის გასულ ტურში “ლევანტესთან” სტუმრად 5:0 მოგებული შეხვედრა შეაფასა, რომელშიც გოლი გაიტანა და ამის შემდეგ ჟურნალისტებს საკუთარი მიზნები გააცნო.
“ჩვენ პირველივე წუთებიდან აქტიურად დავიწყეთ თამაში და სწორედ ამის დამსახურებაა რთულ გასვლით შეხვედრაში ასეთი ანგარიშით რომ ვიმარჯვეთ. კარგ ფორმაში ვართ ასე ვხვდებით მნიშვნელოვანი თამაშების სერიას. რაც შემეხება მე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და აუცილებელია საკუთარი თამაში გავაუმჯობესო, ამისათვის კი აუცილებელია, რომ მოედანზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო. შანსით, რომელსაც მწვრთნელი მანიჭებს კმაყოფილი ვარ და ვიმედოვნებ, სეზონის დასრულებისთვის გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი ვიქნები” - თქვა ისკომ, რომელმაც პრიმერა დივიზიონის მიმდინარე სეზონის რვავე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სამჯჰერ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო ხუთჯერ შეცვლაზე შევიდა.
22 ოქტომბერს “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ეგიდით სტუმრად “ლივერპულს” ეთამაშება, ხოლო 25 ოქტომბერს პრიმერა დივიზიონის ცენტრალურ შეხვედრაში “ბარსელონას” მასპინძლობს.