“მილანს” “რივერ პლეიტის” 27 წლის ნახევარმცველის ლეონელ ვანჯონის შეძენა სურს – აღნიშნულ ინფორმაციას Sport mediaset ავრცელებს.
“როსონერი” ტრანსფერის განხორციელებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს აპირებს და მზადაა ფეხბურთელის სანაცვლოდ 6 მილიონი ევრო გადაიხადოს. "მილანის” დაინტერესება ასევე იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ლეონელს იტალიური პასპორტი აღმოაჩნდა.
ნახევარმცველი 2013 წლიდან “რივერ პლეიტის” ღირსებას იცავს. გუნდის შემადგენლობაში 62 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.