ფეხბურთი

21:14 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

“წმინდანებმა” და აგუერომ გაილაღეს

პრემიერლიგის მე-8 ტური “ეტიჰად სთედიუმზე” ცენტრალური შეხვედრით დაიწყო. ადგილობრივმა კლუბმა ლონდონის “ტოტენჰემს” უმასპინძლა და აგუეროს შესანიშნავი თამაშის წყალობით სამბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
შეხვედრა ორივე კლუბმა აქტიურად დაიწყო და მალევე მეისონს შეეძლო გატანა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა რობერტო სოლდადოს შესანიშნავი პასი ვერ შეირგო და ჰარტს ვერ ააცილა ბურთი. მალევე კრისტიან ერიკსენს შეეძლო თავის გუნდის დაწინაურება, მაგრამ დანიელმა ააცილა. გამოუყენებელი მომენტების გამო “ტოტენჰემი” დაისაჯა, მე-13 წუთზე ლამელამ თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი, რითაც სერხიო აგუერომ ისარგებლა, იუნეს ქაბული ერთი მოძრაობით ჩამოიშორა და ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. “მამლებმა” მეტოქეს 2 წუთში უპასუხეს და სოლდადოს პასით კრისტიან ერიკსენმა გაათანაბრა. მე-20 წუთზე კი, პენალტების კასკადი დაიწყო, ფრენკ ლამპარდის წაქცევის გამო, ჯონათან მოსმა პენალტი დანიშნა, რომელიც სერხიო აგუერომ აქცია გოლად. 32-ე წუთზე მოსმა კიდევ ერთი პენალტი დადო ლორისის კარის მიმართულებით, მაგრამ ამჯერად ფრანგმა მეკარემ არგენტინელს აჯობა. პირველი ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ნახევარი სტუმრებმა კარგად დაიწყეს და 62-ე წუთზე რობერტო სოლდადომ პენალტი მოიპოვა. ბურთთან დაზარალებული მივიდა, მაგრამ ჯო ჰარტს ვერ აჯობა და რეალური შანსი გაუშვა ხელიდან. რამდენიმე წუთში სოლდადოს ისევ შეეძლო გატანა, მაგრამ ჰარტმა კვლავ დიდებულად ითამაშა. საკვანძო აღმოჩნდა შეხვედრის 67-ე წუთი, მოსმა მორიგი პენალტი დანიშნა ლორისის კარში და ფედერიკო ფასიოც გააძევა. არგენტინელმა მესამე შეაგდო და ყველასთვის ცხადი გახდა, რომ კაცნაკლული “ტოტენჰემი” თამაშს ვეღარ გადაარჩენდა. 75-ე წუთზე კუნმა პოკერი გაიფორმა და დიეგო კოშტას წამოეწია გოლებით – 4:1. დარჩენილ დროში ყველაზე რეალური შანსი ჯეიმს მილნერს ჰქონდა, რომლის დარტყმული ძელმა მოიგერია.

შედეგიან თამაშს განაგრძობს ლონდონის “ჩელსი”, რომელმაც მერვედან მეშვიდე შეხვედრა მოიგო და უახლოეს მდევარს კვლავ 5 ქულით უსწრებს. “არისტოკრატებმა” სტუმრად “კრისტალ პალასი” დაამარცხეს. ანგარიში ოსკარმა მე-6 წუთზე გახსნა საჯარიმო დარტყმით. პირველი ტაიმის ბოლოს სეზარ ასპილიკუეტამ ძალიან უხეშად ითამაშა და წითელი ბარათი დაიმსახურა. მოურინიოს შეგირდებს საქმე გვარიანად გაურთულდებოდათ, მაგრამ არასაჭირო მომენტში დელანიმ მეორე ყვითელი დაიმსახურა და წონასწორობა კვლავ გათანაბრდა.
მეორე ნახევარი “ჩელსიმ” აქტიურად დაიწყო და ოსკარის პასით ფაბრეგასმა ორამდე გაზარდა სხვაობა. ნილ უორნოკის შეგირდებმა რაც შეძლეს, ეს მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანაა, 90-ე წუთზე ზაჰას პასით კემპბელმა გაიტანა – 1:2.

წაიბორძიკა მეორე ლონდონურმა კლუბმა, არსენ ვენგერის გუნდმა შინ “ჰალ სიტი” მიიღო და წაგებას მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გადაურჩა. “მეთოფეებს” ძალიან ბევრი მოთამაშე აკლდათ. რის გამოც, ძირითადში იყო ბევრისთვის უცნობი ბელერინი, დაცვის ცენტრში თამაშობდა ნაჩო მონრეალი, რომელიც მარცხენა მცველია ამპლუით. მიუხედავად ამისა, ლონდონელებმა კარგად დაიწყეს და ალექსის სანჩესმა მე-13 წუთზე ანგარიში გახსნა. “ვეფხვებმა” მალევე გაათანაბრეს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გოლის ავტორი მოჰამედ დიამე აშკარად არღვევდა თამაშის წესებს.
მეორე ტაიმი სტუმრებმა მშვენივრად დაიწყეს და პირველივე წუთზე აბელ ერნანდესმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი. “მეთოფეები” სანჩესისა და უელბეკის კარგმა თამაშმა იხსნა, ჩილელმა რამდენიმე მეტოქე ჩამოიშორა და დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა გუნდელი, რომელმაც ივარგა და 91-ე წუთზე ქულა გადაურჩინა თავის გუნდს - 2:2.

ყველას გაოცებას განაგრძობს რონალდ კუმანის გაწვრთნილი “საუთჰემპტონი”, რომელმაც შინ “სანდერლენდი” მიიღო და უმოწყალოდ – 8:0 გაანადგურა. პირველ ნახევარში კუმანის შეგირდებმა სამჯერ დაამწუხრეს მეტოქე, ხოლო მეორე ტაიმში ხუთჯერ. დუბლით გამოირჩა სექტემბრის საუკეთესო მოთამაშე გრაციანო პელე.

კარგი სტარტის შემდეგ საშინლად ათამაშდა “ასტონ ვილა”, რომელმაც ზედიზედ მეოთხე თამაში ისე წააგო, რომ გოლის გატანა ვერ მოახერხა. პოლ ლამბერტის გუნდმა ამჯერად “ევერტონისგან” გაუშვა სამი უპასუხო. ლივერპულთაგან თავი იაგიელკამ, კოულმენმა და ლუკაკუმ გამოიჩინეს და წარუმატებელი სერია შეწყვიტეს.

გაბრიელ ობერტანის გოლით “ნიუკასლმა” “ლესტერი” დაამარცხა შინ და ალან პარდიუს ცოტა ხნით მაინც პოსტი შეუნარჩუნა. “ვესტ ჰემმა” კი, გასვლაზე “ბარნლი” დაამარცხა 3:1 და სეან რიჩის გუნდი კვლავ ერთადერთი მოუგებელი კლუბია პრემიერლიგაში.

მანჩესტერ სიტი – ტოტენჰემი 4:1 (2:1)


მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (4-2-3-1):
ჰარტი, დემიჩელისი, კომპანი, სანია, კლიში, ლამპარდი (ფერნანდინიო 28), ფერნანდო (ტურე 76), სილვა (იოვეტიჩი 70), მილნერი, ნავასი, აგუერო.
მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

ტოტენჰემი (4-2-3-1):
ლორისი, ქაბული, ფასიო, როუზი, დაიერი, მეისონი (ვერტონგენი 70), კაპუე (ლამელა 60), ლამელა (თაუნსენდი 61), ჩადლი, ერიკსენი, სოლდადო.
მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0;2:1;3:1;4:1 აგუერო (13;20 პენ;68 პენ;75), 1:1 ერიკსენი (15).
გაფრთხილებები: ნავასი - მეისონი, დ–იერი
გაძევება: ფასიო 67.
მსაჯი: ჯონათან მოსი
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 20(12)-19(7), ჯარიმა: 9-11, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 3-2, სეივი: 6-8

32-ე წუთზე აგუერომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე), 62-ე წუთზე სოლდადომ ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე).

არსენალი – ჰალი 2:2 (1:1)

ლონდონი, “ემირათს სთედიუმი”

არსენალი (4-1-4-1): შესნი, მონრეალი, მერტესაკერი, ბელერინი, გიბსი, ფლამინი (რემსი 63), უილშირი (კემპბელი 69), კასორლა, ჩემბერლენი, სანჩესი, უელბეკი.
მწვრთნელი: არსენ ვენგერი

ჰალი (3-4-2-1): ჰარპერი (იაკუპოვიჩი 43), ჩერსტერი, დევისი, დოუსონი (ბრიუსი 84), დიამე, ჰადლსტოუნი, ელმოჰამედი, რობერტსონი, ლივერმორი, ბენ არფა, ერნანდესი (რამირესი 63).
მწვრთნელი: სტივ ბრიუსი

გოლები: 1:0 სანჩესი (13), 1:1 დიამე (17), 1:2 ერნანდესი (46), 2:2 უელბეკი (91).
გაფრთხილებები: უილშირი, კასორლა – ჩესტერი, ჰადლსტოუნი
მსაჯი: როჯერ ისტი
ბურთის ფლობა: 67%-33%, დარტყმა: 21(9)-4(4), ჯარიმა: 9-12, კუთხური: 10-0, თამაშგარე: 0-0, სეივი: 2-8

კრისტალ პალასი – ჩელსი 1:2 (0:1)

ლონდონი, “შელჰარსტ პარკი”

კრისტალ პალასი (4-3-3): სპერონი, დელანი, ჰანგელანდი, კელი, იარდი, ლედლი (მარიაპა 58), იედინაკი, მაკარტური (გედიურა 69), ბოლასი, პანჩონი (ზაჰა 69), კემპბელი.
მწვრთნელი: ნილ უორნოკი

ჩელსი (4-2-3-1): კურტუა, ტერი, კეჰილი, ივანოვიჩი, აზპილიკუეტა, ფაბრეგასი, მატიჩი, აზარი (სალა 86), ოსკარი, ვილიანი (ფელიპე ლუისი 42), რემი (დროგბა 91).
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 0:1 ოსკარი (6), 0:2 ფაბრეგასი (51), 1:2 კემპბელი (90).
გაფრთხილებები: დელანი, კემპბელი - ფაბრეგასი
გაძევებები: აზპილიკუეტა (40), დელანი (43).
მსაჯი: კრეიგ პაუსონი
ბურთის ფლობა: 28%-72%, დარტყმა: 7(4)-13(4), ჯარიმა: 13-7, კუთხური: 3-2, თამაშგარე: 2-0, სეივი: 2-3

ევერტონი – ასტონ ვილა 3:0 (1:0)

ლივერპული, “გუდისონ პარკი”

ევერტონი (4-2-3-1): ჰოვარდი, იაგიელკა, ალკარაზი, ბეინსი, კოულმენი, ბერი, მაკკარტი, ნეისმიტი (ეტო’ო 87), ბარკლი (პიენაარი 66), ოსმანი, ლუკაკუ (გიბსონი 92).
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი

ასტონ ვილა (4-3-3): გუზანი, ბეიკერი (კლარკი 26), ვლაარი, სისოკო, ჰატონი, რიჩარდსონი, ვესტვუდი, კლევერლი, აგბონლაჰორი, ნ’ზოგბია (ვაიმანი 63), ბენტეკე (ჯო კოული 81).
მწვრთნელი: პოლ ლამბერტი

გოლები: 1:0 იაგიელკა (18), 2:0 ლუკაკუ (48), 3:0 კოულმენი (76).
გაფრთხილებები: ბერი, ნეისმიტი - რიჩარდსონი, აგბონლაჰორი
მსაჯი: ენტონი ტეილორი
ბურთის ფლობა: 61%-39%, დარტყმა: 12(7)-6(2), ჯარიმა: 11-6, კუთხური: 3-4, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-3

საუთჰემპტონი – სანდერლენდი 8:0 (3:0)

საუთჰემტონი, “სენტ-მერი სთედიუმი”

საუთჰემპტონი (4-3-3):
ფორსტერი, ალდერვეირელდი, ფონტე, კლაინი, ბერტრანი, კორკი, შნეიდერლენი, დევისი (მანე 65), ლონგი (ვანიამა 65), ტადიჩი, პელე (მაიუკა 80).
მწვრთნელი: რონალდ კუმანი

სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე, ბრაუნი (ბრიდკუტი 46), ვერჯინი, ოში, ვან აანჰოლტი, კატერმოლი, ლარსონი (როდუელი 60), გომესი (ჯონსონი 61), ბაკლი, ვიკჰემი, ფლეტჩერი.
მწვრთნელი: გუსტავო პოიეტი

გოლები: 1:0 ვერჯინი (12 ს.კ.), 2:0 პელე (18), 3:0 კორკი (37), 4:0 ბრიდკუტი (63 ს.კ.), 5:0 პელე (69), 6:0 ტადიჩი (78), 7:0 ვანიამა (79), 8:0 მანე (86).
გაფრთხილებები: შნეიდერლენი – ვიკჰემი, კატერმოლი, ბრიდკუტი
მსაჯი: ანდრე მარინერი
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 18(10)-10(1), ჯარიმა: 11-8, კუთხური: 5-6, თამაშგარე: 3-0, სეივი: 1-2

ბარნლი – ვესტ ჰემი 1:3 (0:0)

ბარნლი, “ტურფ მური”

ბარნლი (4-4-1-1): ჰიტონი, შაკელი, დაფი, მი, ტრაიპერი, ჯონსი, არფილდი, კიგტლი (ჩალობაჰი 83), ბოიდი, ინგსი (სორდელი 83), იუტკევიჩი (ბარნსი 65).
მწვრთნელი: სეან რიჩი

ვესტ ჰემი (4-3-1-2): ადრიანი, რიდი, კოლინსი, ჯენკინსონი, კრესველი, ამალფიტანო, სონგი (ნოლანი 83), ნობლი, დაუნინგი, ვალენსია (კოული 59), სახო.
მწვრთნელი: სემ ელარდაისი

გოლები: 0:1 სახო (49), 0:2 ვალენსია (54), 1:2 ბოიდი (60), 1:3 კოული (70).
გაფრთხილებები: რიდი
მსაჯი: კევინ ფრენდი
ბურთის ფლობა: 46%-54%, დარტყმა: 16(3)-20(5), ჯარიმა: 3-10, კუთხური: 5-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-2

ნიუკასლი – ლესტერი 1:0 (0:0)

ნიუკასლი, “სენტ ჯეიმს პარკი”

ნიუკასლი (4-2-3-1): კრული, კოლოჩინი, ტეილორი, დუმეტი (ჰაიდარა 72), ჯანმაატი, კოლბეკი, ანიტა (ა.პერესი 59), გუფრანი (კაბელია 92), სისოკო, ობერტანი, სისე.
მწვრთნელი: ალან პარდიუ

ლესტერი (4-1-4-1):
შმეიხელი, მური, მორგანი, დე ლაეტი, კონჩესკი, კამბიასო (კნოკერტი 79), დრინკვოთერი, შლუპი (ნუჯენტი 56), ოლბრაიტონი (ვარდი 56), ჯეიმსი, ულოა.
მწვრთნელი: ნაიჯელ პირსონი

გოლი: ობერტანი 71.
გაფრთხილებები: მური, დე ლაეტი, ულოა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი
ბურთის ფლობა: 50%-50%, დარტყმა: 13(6)-3(2), ჯარიმა: 13-15, კუთხური: 10-7, თამაშგარე: 2-1, სეივი: 2-5

ბომბარდირები: დიეგო კოშტა (“ჩელსი”), სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”) – 9. გრაციანო პელე (“საუთჰემპტონი”) – 6.

0.645636