სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდა. დღეს მე-9 ტურის სამი შეხვედრა გაიმართა. რუსთავში უფულო “მეტალურგმა” დიდი ბრძოლა გაუმართა დღეისათვის ფინანსურად ერთ-ერთ ყველაზე წელგამართულ “სამტრედიას” და შინ მხოლოდ ერთი ქულით გაუშვა. იმერლებმა მართლაც მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს. თბილისის “დინამომ” ისტორიულად უხერხულ მეტოქე “ვიტ ჯორჯიას” სტუმრად ჩისკოს გოლით სძლია და სამტრედიელებს 3 ქულით გაუსწრო.
“მერანმა” “სიონს” მოუგო და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. თუმცა ისიც სათქმელია, რომ ბოლნისელებმა, ფაქტობრივად, მთელი მატჩი კაცნაკლულებმა ითამაშეს. უკვე მე-3 წუთზე მსაჯმა მათი მცველი ლექსო ინწკირველი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევა.
18 ოქტომბერი
მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 თორნიკე გორგიაშვილი (34), 1:1 ირაკლი სიხარულიძე (62)
მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 პაპუნა ფონიავა (34), 2:0 დათა ციცხვაია (58)
გაძევება: ლექსო ინწკირველი (3)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი) 0:1 (0:1)
გოლი: 0:1 ჩისკო (37)
19 ოქტომბერი
კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი)
ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00
დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჩაფიძე, გიორგი გურული (შუქურა)
მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)
დილა (გორი) – ზესტაფონი
გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00
მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ფ. ჭაავა, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)
სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე)
თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 15:00
დისკვალიფიცირებული: ბაჩანა მახარობლიძე (სპარტაკი)
მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ა. კოკაია, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)
დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი
ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00
დისკვალიფიცირებულები: შოთა ლომია, რევაზ თევდორაძე (ზუგდიდი)
მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ს. სპიცინი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)
ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი)
ქუთაისი. ცენტრალური. 18:00
დისკვალიფიცირებული: მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)
მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, ხ. გაგნიძე, დ. სანოძე, უ. ბასილაია (სათადრიგო)
1. | დინამო თბილისი | 9 | 6 | 2 | 1 | 15:6 | 20 | |
2. | სამტრედია | 9 | 5 | 2 | 2 | 11:7 | 17 | |
3. | დილა გორი | 8 | 4 | 2 | 2 | 12:4 | 14 | |
4. | სპარტაკი ცხინვალი | 8 | 4 | 2 | 2 | 7:7 | 14 | |
5. | ტორპედო ქუთაისი | 8 | 3 | 4 | 1 | 8:5 | 13 | |
6. | მეტალურგი რუსთავი | 9 | 3 | 4 | 2 | 11:9 | 13 | |
7. | ჩიხურა საჩხერე | 8 | 4 | 1 | 3 | 9:8 | 13 | |
8. | მერანი მარტვილი | 9 | 3 | 2 | 4 | 8:8 | 11 | |
9. | ვიტ ჯორჯია თბილისი | 9 | 3 | 1 | 5 | 9:9 | 10 | |
10. | დინამო ბათუმი | 8 | 3 | 1 | 4 | 8:10 | 10 | |
11. | გურია ლანჩხუთი | 8 | 2 | 4 | 2 | 7:13 | 10 | |
12. | ზესტაფონი | 8 | 2 | 3 | 3 | 16:11 | 9 | |
13. | კოლხეთი ფოთი | 8 | 2 | 2 | 4 | 7:11 | 8 | |
14. | სიონი ბოლნისი | 9 | 2 | 2 | 5 | 9:15 | 8 | |
15. | შუქურა ქობულეთი | 8 | 1 | 4 | 3 | 5:12 | 7 | |
16. | ზუგდიდი | 8 | 0 | 4 | 4 | 4:11 | 4 |
მეგოლეები:
5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)
4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)
3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე, ჩისკო (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დათა ციცხვაია (მერანი)
შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:
-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.