დღეს იტალიის ჩემპიონატის მეშვიდე ტური ორი მატჩით დაიწყება. ჩემპიონობის უპირველესი კანდიდატები “რომა” და “იუვენტუსი” ითამაშებენ. რომაელთა მეტოქე ეუგენიო კორინის “კიევო” იქნება, ხოლო ალეგრის გუნდი რეჯო ემილიაში ჩავა, ჩემპიონატის ლიდერის მეტოქე ბოლოადგილოსანი “სასუოლოა.”
რომა – კიევო
დასაწყისი: 18 ოქტომბერი, 20:00 საათი
ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო.”
რუდი გარსიას “რომამ” გასულ ტურში პირველი ქულები დაკარგა. გასვლაზე ტურინში საეჭვო ვითარებაში მასპინძელთა სასარგებლოდ დანიშნულმა თერთმეტმეტრიანებმა გამარჯვება იუვეს მოუტანა.
უცნაურია, მაგრამ მეორეადგილოსნის შემადგენლობიდან ექვსი ტურის შემდეგ არც ერთი ფეხბურთელი არ ფიგურირებს ბომბარდირთა სიაში. “რომა” გუნდური ფეხბურთის მიმდევარია და მხოლოდ ერთი მოთამაშის გამორჩეულობაზე საუბარი არ იქნება მართებული.
“კიევომ” ბოლოს 14 სექტემბერს ბენიტესის “ნაპოლის” მოუგო. მას შემდეგ გუნდს ჩავარდნა დაეწყო და მე-16 ადგილამდე ჩამოქვეითდა. “ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე მაქსი ლოპესი ვერონელთა გამორჩეული ფეხბურთელია. შეტევით ფაზაში თანაგუნდელებს დიდ დახმარებას უწევს.
საინტერესოა, რომ კორინის გუნდში ოთხი სლოვენიელი ფეხბურთელი ირიცხება. ბირსა, რადოვანოვიჩი, ლაზარევიჩი და 18 წლის მეკარე სოკრანი.
სავარაუდო შემადგენლობები:
რომა: დე სანტკტისი, მაიკონი, ასტორი, იანგა-მბივა, კოული, პიანიჩი, დე როსი, ნაინგოლანი, ლიაიჩი, დესტრო, ფლორენცი
კიევო: ბარდი, დაინელი, ზუკანოვიჩი, სეზარი, ფრეი, რადოვანოვიჩი, კოფი, ჰეტემაი, ბირაგი, პალოსკი, ლოპესი
სასუოლო – იუვენტუსი
დასაწყისი: 18 ოქტომბერი
ადგილი: რეჯო ემილია, “დელ ტრიკოლე.”
ბოლო ადგილოსანს ძალინ უჭირს. მათ ჯერ თამაში არ მოუგიათ, სამი ქულა სამი ფრის წყალობით მოიპოვეს. ბოლო ტურში 20 წლის დომენიკო ბერარდიმ “ლაციოსთან” ორჯერ გაიტანა პიოლის მოთამაშეებმა სამი გაიტანეს. “სასუოლო” ქულის გარეშე დაბრუნდა შინ. “სასუოლოდან” გამოსარჩევი ფიგურაა ფორვარდი სიმონე ზაზა, რომლის გადაბირების ერთ-ერთ მსურველად ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი “ატლეტიკო” სახელდება.
“იუვენტუსი” ერთადერთი გუნდია, რომელიც უდანაკარგოდ თამაშობს. კონკურენტ “რომას” გასულ ტურში მოუგეს. ჩემპიონატის ბრწყინვალე სტარტის მიუხედავად რთული სათქმელია ვინ გახდება ჩემპიონი. არგენტინელმა კარლოს ტევესმა 6 გოლი გაიტანა, აქედან 2 პენალტის ნიშნულიდამ.
ალეგრის გუნდში გამორჩეული ფიგურაა 21 წლის პაულ პოგბა. ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველი ბურთს კარგად იჭერს. ამ თვისებების შერწყმა მნიშვნელოვნად ზრდის ყოფილი “მანჩესტერელის” დონეს.
სავარაუდო შემადგენლობები:
სასუოლო: კონსილი, ანტე, კანავარო, აკერბი, ვრსალიკო, მანანელი, ბრიგი, ლონგი, ბერარდი, ზაზა, სანსონე
იუვენტუსი: ბუფონი, ოგბონა, ბონუჩი, კიელინი, ლიხშტაინერი, პერეირა, პირლო, პოგბა, ევრა, ტევესი, ლორენტე
დიმა შარიქაძე