კალათბურთი

1:22 | 18.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის უქულო მატჩი ბერლინში

მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის ახალი სეზონი დამაჯერებელი გამარჯვებით გახსნა, ქართველი კალათბურთელისთვის კი გასული თამაში წარუმატებელი გამოდგა – მან მატჩი უქულოდ დაასრულა.

მოსკოველებმა ბერლინში ალბასთან გამართული მატჩი 84:68 მოიგეს, მარკოიშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 14:12 წუთში 2 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მანუჩარმა 2-ვე სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართაგან საშა კაუნს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – 16 ქულა, 9 მოხსნა. 15-15 ქულა ჩააგდეს სერბმა მილოშ ტეოდოსიჩმა და ამერიკელმა სონი უიმსმა, ხოლო ვიტალი ფრიძონმა, ანდრეი ვორონცევიჩმა და ამერიკელმა აარონ ჯეკსონმა 10-10 ქულა მოაგროვეს.

ცსკა ევროლიგაში მომდევნო მატჩს 23 ოქტომბერს, შინ, თელ ავივის “მაკაბისთან” ჩაატარებს, 20-ში კი ვთბ-ლიგაში კრასნოიარსკის “ენისეისთან” ასევე საშინაო შეხვედრა ელის.

0.129596