ჭადრაკი

23:16 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმი საჭადრაკო ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

18 ოქტომბრიდან ბათუმში სტარტს აიღებს ევროპის ახალგაზრდული პირველობა ჭადრაკში.

ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდება და 6 ასაკობრივ კატეგორიაში (08, 10, 12, 14, 16, 18) 12 ტურნირად გაიმართება, როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკებს შორის.

ევროპის ჩემპიონატის გახსნის ცერემონიალი 18 ოქტომბერს 19:30 საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება, პირველი ტური კი 19 ოქტომბერს გახლავთ დანიშნული. თამაშები ყოველდღე 15.00 საათზე დაიწყება. ასპარეზობას სასტუმროები “შერატონი” და “ინტურისტი” უმასპინძლებს.

სულ ბათუმში 45 ქვეყნის 1000-მდე მოზარდი შეეჯიბრება ერთმანეთს ევროპის ჩემპიონის ტიტულისათვის თავიანთ ასაკობრივ კატეგორიებში.

ყველაზე მრავალრიცხოვანი ქართული დელეგაცია იქნება – 140 მონაწილე. მასპინძლების შემდეგ ყველაზე წარმომადგენლობითი რუსეთის ფედერაციაა – 136 მოჭადრაკე.

ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატების ქართველი გამარჯვებულები სხვადასხვა წლებში

10 წლამდე:

ნანა ძაგნიძე (1997)

ნაზი პაიკიძე (2003)

მერი არაბიძე (2004)

12 წლამდე:

ვალერიან გაფრინდაშვილი (1993;1994)

ანა მათნაძე (1994, 1995)

ნანა ძაგნიძე (1999)

ნაზი პაიკიძე (2005)

მერი არაბიძე (2006)

14 წლამდე:

გიორგი მარგველაშვილი (2004)

დავით ბენიძე (2005)

ანა მათნაძე (1997)

ლელა ჯავახიშვილი (1998)

ნაზი პაიკიძე (2007)

მერი არაბიძე (2008)

16 წლამდე:

ანა მათნაძე (1998)

ნაზი პაიკიძე (2008)

მარიამ დანელია (2010)

18 წლამდე:

მიხეილ მჭედლიშვილი (1997)

ზვიად იზორია (2001)

ინგა ჭარხალაშვილი (2001)

სალომე მელია (2004, 2005)

ქეთი წაწალაშვილი (2010)

0.127862