ფეხბურთი

22:30 | 17.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნულის მეცხრე ტური: რას დაუპირისპირებს თბილისის “დინამო” უხერხულ მეტოქეს?

შაბათ-კვირას, სანაკრებო პაუზის შემდეგ, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება განახლდება. ამჯერად მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართება.

სანამ უშუალოდ წყვილებზე გადავიდოდეთ, ორიოდ სიტყვა დროის ამ მონაკვეთში გამართული ამხანაგურ შეხვედრებზეც ვთქვათ. ერთი არცთუ სასიამოვნო ამბავი ისაა, რომ ლიდერებმა, თბილისის “დინამომ” და “სამტრედიამ” ქართველმწვრთნელებიან აზერბაიჯანელ მეტოქეებთან სცადეს ბედი და ორივე დამარცხდა. თუ “სამტრედიამ” კახა ცხადაძის ბაქოს “ინტერთან” წააგო (0:2), რომელიც აზერბაიჯანის ჩემპიონატს ლიდერობს, “დინამო” გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილ ზაქათალის “სიმურგთან” დამარცხდა, რომელიც ამჟამად ცხრილში მეექვსე ადგილზეა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დინამოელთა ლამის ნახევარზე მეტი შემადგენლობა ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში იყვნენ გამოძახებულნი.

კიდევ, “ზესტაფონმა,” თავის “დავით აბაშიძეზე” “ჩიხურას” 4:3 მოუგო (ორივეს ძირითადის ბევრი მოთამაშე აკლდათ), ხოლო ისანში, “მერანის” სტადიონზე “სიონი” “სპარტაკს” დაუზავდა 2:2. ამავე ანგარიშით დამთავრდა მატჩი ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, რომელშიც “ტორპედომ” ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლა. ქუთაისელთა ვებგვერდი გვამცნობს, რომ ქუთათურთა მწვრთნელმა, რევაზ ძოძუაშვილმა გუნდი ორი სხვადასხვა თერთმეტეულით ათამაშა. ტორპედოელები ორჯერ იყვნენ წინ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

ახლა კი მოკლედ მე-9 ტურის მატჩების შესახებ. საინტერსო თამაშია რუსთავში, სადაც “მეტალურგი” ერთ-ერთ ლიდერ “სამტრედიას” ხვდება. რუსთაველებს ფინანსური პრობლემა ჯერაც ვერ მოუგვარეს, მართლაც სავალალო დღეში არიან. თუმცა მათი ჟინიანობის ამბავი რომ ვიცით, ალბათ იმერლებს არაფერს დაუთმობენ.

მესამე ადგილზე მდგარი “დილა” გორში “ზესტაფონს” უმასპინძლებს. მართალია, მარგველები ჯერჯერობით ცხრილის ქვედა ნაწილში არიან, მაგრამ მათ ყველა ისევ მედლების ერთ-ერთ კანდიდატად მოიაზრებს, ამიტომ დაძაბული მატჩი უნდა გამოდგეს. მით უმეტეს, რომ გია გეგუჩაძის გუნდს ბოლო სამი შეხვედრა ფრედ აქვს დასრულებული.

“მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე ერთმანეთს მე-4-5 ადგილზე მყოფი “სპარტაკი” და ‘ჩიხურა” დაუპირისპირდებიან. ცხინვალელები წლეულს კარგ სეზონს ატარებენ და საპრიზო ადგილებზეც არ იტყოდნენ უარს, ამიტომ კახა კაჭარავას გუნდი მხოლოდ სამი ქულისთვის გავა მინდორზე. “ჩიხურა” კი პირიქით, ამ სეზონში ჯერჯერობით მისთვის შეუფერებელ ადგილზეა. დასაკარგი ქულები უკვე დაიკარგა, ამიტომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობს.

დაბოლოს, “ვიტ ჯორჯია” – “დინამო.” წინა ტურში თბილისელებმა შინ “მერანთან” დაკარგეს ქულები და ახლა საკუთარი ქომაგების თვალში რეაბილიტაციას ეცდებიან. არადა, “ვეტერინარები” დინამოელთათვის ტრადიციულად უხერხული მეტოქეები არიან.

18 ოქტომბერი

მეტალურგი (რუსთავი) – სამტრედია

რუსთავი. “ფოლადი.” 15:00

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, დ. გაბისონია, ზ. ბერულავა, შ. ქუხილავა (სათადარიგო)

მერანი (მარტვილი) – სიონი (ბოლნისი)

სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 15:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ზვ. ერქვანია, ი. კვირიკაშვილი (სათადრიგო)

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (თბილისი)

მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

მსაჯები: ა. ნონიკაშვილი, ზ. ფიფია, ა. ჟივიძე, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

19 ოქტომბერი

კოლხეთი (ფოთი) – შუქურა (ქობულეთი)

ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჩაფიძე, გიორგი გურული (შუქურა)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. თოდრია, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

დილა (გორი) – ზესტაფონი

გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ბ. ჭიჭინაძე, ფ. ჭაავა, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

სპარტაკი (ცხინვალი) – ჩიხურა (საჩხერე)

თბილისი. “მიხეილ მესხი.” სათადარიგო მოედანი. 15:00

დისკვალიფიცირებული: ბაჩანა მახარობლიძე (სპარტაკი)

მსაჯები: ბ. ნინუა, ი. უკლება, ა. კოკაია, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

დინამო (ბათუმი) – ზუგდიდი

ქობულეთი. “ჩელე არენა.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: შოთა ლომია, რევაზ თევდორაძე (ზუგდიდი)

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ლ. ვარამიშვილი, ს. სპიცინი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი)

ქუთაისი. ცენტრალური. 18:00

დისკვალიფიცირებული: მიხეილ მახვილაძე (ტორპედო)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, დ. ჩიგოგიძე, დ. კვეტენაძე, ხ. გაგნიძე, დ. სანოძე, უ. ბასილაია (სათადრიგო)

1.

დინამო (თბილისი)

8

5

2

1

14:6

17

2.

სამტრედია

8

5

1

2

10:6

16

3.

დილა

8

4

2

2

12:4

14

4.

სპარტაკი

8

4

2

2

7:7

14

5.

ტორპედო

8

3

4

1

8:5

13

6.

ჩიხურა

8

4

1

3

9:8

13

7.

მეტალურგი

8

3

3

2

10:8

12

8.

ვიტ-ჯორჯია

8

3

1

4

9:8

10

9.

დინამო (ბათუმი)

8

3

1

4

8:10

10

10.

გურია

8

2

4

2

7:13

10

11.

ზესტაფონი

8

2

3

3

16:11

9

12.

მერანი

8

2

2

4

6:8

8

13.

სიონი

8

2

2

4

9:13

8

14.

კოლხეთი

8

2

2

4

7:11

8

15.

შუქურა

8

1

4

3

5:12

7

16.

ზუგდიდი

8

0

4

4

4:11

4

მეგოლეები:

5 - ირაკლი მოდებაძე (დილა)

4- შოთა ლომია (ზუგდიდი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), ჯაბა დვალი (ზესტაფონი)

3 - დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ვარლამ კილასონია (მეტალურგი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა)

შენიშვნა:უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.114284