33 წლის სენეგალელი შემტევი ელ-ჰაჯი დიუფი მალაიზიის ჩემპიონატის კლუბ “საბაში” ითამაშებს. ყოფილმა ლივერპულელმა გასული სეზონის შემდეგ “ლიდს იუნაიტედი” დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.
ელ-ჰაჯი დიუფის კარიერაში საუკეთესო პერიოდად 2002 წლის მუნდიალი უნდა მივიჩნიოთ. სენეგალმა პირველად და უკანასკნელად ითამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე და გულშემატკივართა სიმპათიაც დაიმსახურა. დიუფი ანრი კამარასთან ერთად გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო.
ფრანგული სკოლის აღზრდილი “სოშოს,” “რენისა” და “ლანსის” ღირსებას იცავდა, ხოლო 2002 წლის ზაფხულში ბრიტანეთში გააგრძელა კარიერა. თამაშობდა “ლივერპულში,” “ბოლტონში,” “ბლექბერნსა” და სხვა კლუბებში.
აფრიკელი ახალი კლუბის მთავარი მწვრთნელი ხორვატი მილივოი ბრაკუნია. ბრაკუნი ფეხბურთელობისას ზაგრების “დინამოსა” და ესპანური “ელჩეს” ღირსებას იცავდა, თუმცა საქვეყნოდ ცნობილი მოთამაშე არ ყოფილა.