ბელგიური "გენკის" ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელ ალექს მაკლისთან შეთანხმებით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი სარეზერვო გუნდში გადაიყვანა. ამის შესახებ "გენკის" ოფიციალური საიტი წერს.
მიზეზი? ვარჯიშზე გამოუცხადებლობა.
"გენკი" კვირას ბელგიის ჩემპიონატში "ვესტერლოს" ხვდება და სავარაუდოდ, ოქრიაშვილი არ ითამაშებს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ ვინ იცის, კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალოს. თუმცა, ამის შანსი ძალიან მცირეა.