მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა, რომელსაც დღეს ბერლინში ევროლიგის სასტარტო მატჩი ელის, ალბასთან შესარკინებლად 3 წამყვანი კალათბურთელის გარეშე გაემგზავრა.
რუსულ გრანდს ვერაფრით დაეხმარებიან რუსი ვიკტორ ხრიაპა, ამერიკელი დემეტრის ნიკოლსი და ფრანგო ნანდო დე კოლო, რომელთაც სხვადასხვა სახის ტრავმები აწუხებთ.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 22:15 საათზე დაიწყება და “არმიელებს” განაცხადში მხოლოდ 11 კალათბურთელი ეყოლებათ.