ბელორუსიის ჩემპიონატში სოლიგორსკის “შახტარმა” საშინაო მატჩი ჩაატარა ბორისოვის “ბატესთან”. ქართველი ნახევარმცველი სანდრო გურული სოლიგორსკელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო, თუმცა შესვენებისას მწვრთნელმა შეცვალა.
მატჩი “ბატეს” უპირატესობით წარიმართა. საწყის 20 წუთში “ბატემ” 3 უპასუხო გოლი გაუტანა სოლიგორსკელებს. მასპინძლებს გაუჭირდათ შეხვედრაში გარდატეხის შეტანა. საბოლოოდ შეხვედრა სტუმრებმა დამაჯერებლად მოიგეს (4:1).