ბრაზილიურმა “სან პაულომ” კოპა სუდამერიკანას მატჩში ჩილეს წარმომადგენელი “უაჩიპატო” დაამარცხა. სტუმართაგან გოლები “ლიონისა” და “რომას” ყოფილმა ფეხბურთელმა მიშელ ბასტოსმა, ბრაზილიის ნაკრების შემტევმა პაულო ენრიკე განსომ და 18 წლის ბრაზილიელმა ბოჩილიამ გაიტანეს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი განსოს მიერ ცაციათი გატანილი გოლი გამოვიდა. “გახსოვთ ბრაზილიელი? მაღალი ხარისხის გოლი “ტოტენჰემისა” და “არსენალის” ყოფილი სამიზნეს შესრულებით” – talksport-ზე ამგვარი სათაური გაჩნდა.
აღსანიშნავია, რომ განსო “სანტოსში” ბრაზილიელი ვარსკვლავის ნეიმარის მხარდამხარ გამოდიოდა, თუმცა 25 წლის ცაცია სამშობლოში დარჩა, ხოლო ნეიმარი ევროპაში წავიდა.
https://www.youtube.com/watch?v=gOJ8VjVrpII#t=18