ჭიდაობა

15:17 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

სამბისტებმა გვასახელეს

8-დან 12 ოქტომბრამდე სამბოში მსოფლიო ასაკობრივი პირველობა სეულში გაიმართა. ქარველმა ახალგაზრდა და ჭაბუკმა სამბისტებმა ჯამში 13 მედალი მოიპოვეს.

ამასთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართა.

ჭაბუკებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 7 მედალი მოიპოვეს: 3 ოქრო, 3 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

ახალგაზრდების მონაგარი მსოფლიო ჩემპიონატზე 6 მედალია: 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო.

აღსანიშნავია ირაკლი კუპატაძის შედეგი, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში უზბეკი შახზაროდ ნურმატოვი დაამარცხა და წლეულს დუბლი შეასრულა, მან აპრილში ევროპის პირველობაც მოიგო.

სოსო ლიპარტელიანი (სამბოს ფედერაციის პრეზიდენტი): “მთელ საქართველოს ვულოცავ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას. ბიჭებს თავი არ დაუზოგავთ და შედეგმაც არ დააყოვნა”.

ირაკლი დოლაბერიძე (სპორტი დეპარტამენტის უფროსი): “ვულოცავ ყველას ამ წარმატებას, საკმაოდ კარგი შედეგია და ვუსურვებ ჩვენს დიდ ნაკრებს იაპონიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდების წყალი გადასხმოდეთ”.

ავთანდილ ცინცაძე (ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი): “ვულოცავ ყველას ამ დიდ წარმატებას, უკეთესი შედეგი შეიძლებოდა გვქონოდა, საბოლო ჯამში კმაყოფილი ვარ”.

ჯაბა ქურდიანი (ოქროს მედლის მფლობელი): “ფინალს ვაგებდი და მოვიგე, ძალიან გახარებული ვარ. როცა გულმოდგინედ ვარჯიშობ, ყველაფერი გიფასდება”.

ჭაბუკები

ირაკლი კურტანიძე (52კგ) – ოქრო

ჯამბულ ქურდიანი (60 კგ) – ოქრო

ვანო ჩურჩხელაშვილი 75 კგ - ოქრო

ირაკლი გოგია 87 კგ – ვერცხლი

ჯაბა მუმლაძე (+87) – ვერცხლი

ლევან შონია (48 კგ) – ბრინჯაო

ახალგაზრდები

თორნიკე ჭოველიძე (68 კგ) – ოქრო

ლაშაა პარასკევაშვილი (62 კგ) – ვერცხლი

რევაზ წულუკიძე (100 კგ) – ვერცხლი

გიორგი ლაზუაშვილი (+ 100) – ვერცხლი

ზაურ მამარდაშვილი (90 კგ) – ბრინჯაო

მიხეილ მეზურნიშვილი (82 კგ) – ბრინჯაო

0.119667