კალათბურთი

14:54 | 16.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯანელიძე საუკეთესოა!

იტალიის რანგით მე-3 ლიგაში წარმატებული თამაში ჩაატარა ახალგაზრდა (19 წლის) ქართველმა კალათბურთელმა გიგა ჯანელიძემ. ჩვენებურის “როზეტო შარქსი” “ტორტონასთან” გასვლით მატჩში კი დამარცხდა (66:71), თუმცა, გიგას სტუმართა რიგებში საუკეთესო სარგებლიანობის კოეფიციენტი (12) ჰქონდა.

როზეტოელთა თავკაცმა ტონი ტრულიომ ქართველი ფორვარდი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში დააყენა და არც შემცდარა. ჯანელიძემ 30 წუთს ითამაშა და 15 ქულა და 6 მოხსნა (4 შეტევაში) მიითვალა. გიგამ მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა და ერთხელაც დაჯარიმდა.

“შარქსს” ლიგა “ა2 სილვერში” სამივე მატჩი წაგებული აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 19 ოქტომბერს შინ “რეკანატისთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.111768