ქარველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 10 ათასი დოლარია.
ერთეულთა შეჯიბრის მერვედფინალში გიორგი ცივაძემ რუსი ფედორ ჩერვიაკოვი 6:3, 7:6 (7:5) დაამარცხა, მეოთხედფინალში კი რუსვე ივან გახოვთან 6:7 (5:7), 0:1 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.
თავის მხრივ, მე-7 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა მერვედფინალში სათანადო წინააღმდეგობა რუს იური ჯავაკიანს ვერ გაუწია – 1:6, 3:6.
წყვილთა მეოთხედფინალში ცივაძემ და რუსმა ალექსანდერ იარკოვმა მე-3 რეიტინგის მქონე ყაზახურ დუეტთან (ხაბიბულინი-იევსეევი) 3:6, 7:5, 3:10 წააგეს.