“სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელი ურუგვაელი გუსტავო პოიეტი კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ხორვატი მოთამაშის ალენ ჰალილოვიჩის დამატებით არის დაინტერესებული.
დუბროვნიკში დაბადებული 18 წლის შემტევი სტილის ნახევარმცველი კატალონიელთა B გუნდში თამაშობს. სეგუნდა დივიზიონში თამაშის პარალელურად პრიმერაში თამაში არ უწევს. ინგლისურ კლუბს არენდის წესით სურს მოთამაშის აყვანა.
ბრიტანული კლუბები ხშირად ინტერესდებიან ახალგაზრდა ესპანელების თამაშით. მაგალითად, პრემიერშიფში მონაწილე “დერბი ქაუნთიმ” მადრიდის “ატლეტიკოდან” ივან კალერო შეიძინა, ხოლო მადრიდის “რეალიდან” ომარ მასკარელი არენდის წესით დაიმატა.
საინტერესოა, რომ ლიონელ მესისა და ანდრეს ინიესტას არენდის წესით აყვანა წლების წინ გლაზგო “რეინჯერსის” მწვრთნელ ალექს მაკლიშს სურდა, თუმცა, იმ დროს უცნობი ფეხბურთელების დამატება შოტლანდიელმა ვერ მოახერხა.