კალათბურთი

22:27 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

კანკია და მუშკუდიანი “სოხუმის” 20 წლამდელთა გუნდს უხელმძღვანელებენ

სუპერლიგის მონაწილე “სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდს 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონში ვეტერანი კალათბურთელები თემურ კანკია და დავით მუშკუდიანი უხელმძღვანელებენ.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “სოხუმის” ძირითადი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვაჟა კვარაცხელიამ განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ კანკია ძირითად გუნდში პარალელურად კვარაცხელიას თანაშემწეა, ხოლო მუშკუდიანი “სოხუმის” 16-წლამდელთა გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობს

0.117008