WTA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ქალ ჩოგბურთელთა შორის წლის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტები დაასახელა და ხმის მიცემაც დაიწყო. “წლის ჩოგბურთელის” წოდებისთვის ამერიკელი სერენა უილიამსი, რუმინელი სიმონა ჰალეპი, ჩეხი პეტრა კვიტოვა, რუსი მარია შარაპოვა, ჩინელი ნა ლი და სერბი ანა ივანოვიჩი იბრძოლებენ.
შეგახსენებთ, 2012 და 2013 წლებში “წლის ჩოგბურთელის” ტიტული სერენა უილიამსმა მოიპოვა.