შოტლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გორდონ სტრაჩანი ევროშესარჩევის მესამე ტურის მატჩში პოლონეთთან სტუმრად ფრედ 2:2 დამთავრებული მატჩით კმაყოფილია.
შოტლანდიელი სპეციალისტი აღნიშნავს, რომ D ჯგუფი ევროშესარჩევში ერთი-ერთი უძლიერესია.
"საფინალო ანგარიშმა მოედანზე ნაჩვენები თამაშის შედეგი ზუსტად ასახა. მიმდინარე წელს შოტლანდიის პროგრესით კმაყოფილი ვარ. ჩვენი თამაშის ხარისხი მატჩიდან მატჩამდე იზრდება. განვლილ შეხვედრაში ჩვენი დაცვის ასპარეზობით კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით ცენტრალური მცველების. მატჩებმა დაადასტურა, რომ ჩვენი ჯგუფი საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთ-ერთი უძლიერესია." - განაცხადა სტრაჩანმა.
შოტლანდიელები 14 ნოემბერს ევროშესარჩევის შეხვედრაში შინ ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ ირლანდიას უმასპინძლებენ.