ფეხბურთი

1:44 | 15.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ჯვაროსნებმა" პირველი გამარჯვება მოიპოვეს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-3 ტურში საქართველოს ნაკრებმა პირველი ქულები მოიპოვა. ქართველებმა ნახევრად სამოყვარულო გიბრალტარის ნაკრები დაამარცხეს სამბურთიანი სხვაობით.

ეროვნულმა გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო და მე-9 წუთზე ანგარიში გიორგი ჭანტურიას პასით ნიკოლოზ გელაშვილმა გახსნა. 29 წლის ფორვარდმა პირველი გოლი გაიტანა ნაკრებში, რისთვისაც 21-შეხვედრის ჩატარება დასჭირდა. “ჯვაროსნები” ამის შემდეგაც აქტიურობდნენ, რასაც მალევე მეორე გოლი მოჰყვა. მე-19 წუთზე ანანიძეს პასი თორნიკე ოქრიაშვილმა გამოიყენა. ამის შემდეგ ჩვენებმა ოდნავ მოუკლეს, მაგრამ გატანა მაინც შეგვეძლო ჭანტურიამ ძელს გაარტყა, ხოლო გელაშვილს მეკარემ აუღო.
გიბრალტარს ორი ნახევრად მომენტი ჰქონდა, მაგრამ დიდი ხიფათი არცერთს არ მოჰყოლია.

მეორე ნახევარი ქართველებმა უფრო მშვიდად დაიწყეს. კვლავ აქტიურობდნენ ჭანტურია და ოქრიაშვილი. მეტოქედან რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა ძალიან გაგვიჭირდება. გიბრალტარში უხეშად რომ ვთქვათ, ფეხბურთის თამაში არ იციან და არცაა ეს გასაკვირი. რადგანაც, პოლიციელს, მუშას, მეხანძრეს და ა.შ. პროფესიონალთან დაპირისპირებას ვერ მოსთხოვ. ქართველები ნებანება აკონტროლობდნენ მატჩის მიმდინარეობას და რამდენიმე გამოუყენებელ მომენტს ჯაბა კანკავას გოლი მოჰყვა 69-ე წუთზე. საგოლე გადაცემა კვირკველიამ მიითვალა – 0:3. ჩვენებს გატანა კიდევ შეეძლოთ, მაგრამ მეტი გოლი ვეღარ შევაგდეთ. გიბრალტარმა კი, მე-80 წუთზე კუთხურიდან მოახერხა გოლის გატანა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დააფიქსირა და მასპინძლებს ისტორიული გოლი არ ჩაუთვალა.

ჯგუფის სხვა მატჩებს რაც შეეხება, გერმანიამ ბოლო წუთზე გაუშვა მოგება ხელიდან ირლანდიასთან, პოლონეთი – შოტლანდიას დაუზავდა.

1.

პოლონეთი

3

2

1

0

11:2

7

2.

ირლანდია

3

2

1

0

10:2

7

3.

გერმანია

3

1

1

1

3:4

4

4.

შოტლანდია

3

1

1

1

4:4

4

5.

საქართველო

3

1

0

2

4:3

3

6.

გიბრალტარი

3

0

0

3

0:17

0


გიბრალტარი - საქართველო 0:3 (0:2)

ფარუ, "ესტადიო ალგარვე"

გიბრალტარი (4-1-4-1): რობა, ჯ.ჩიპოლინა, სანტოსი (რ.ჩიპოლინა 76), ვაისმენი, გარსია, რ.კასციარო, კ.კასციარო (პრესტლი 46), უოლკერი, პერესი, გუილინგი (გოსლინგი 75), ლ.კასციარო.
მწვრთნელი: ალენ ბულა

საქართველო (4-2-3-1): ლორია, კვირკველია, ხუბუტია, გრიგალავა, ლობჟანიძე, ძარია, კანკავა, ჭანტურია (დვალიშვილი 76), ანანიძე (ებრალიძე 80), ოქრიაშვილი, გელაშვილი (პაპუნაშვილი 67).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გოლები: 0:1 გელაშვილი (9), 0:2 ოქრიაშვილი (19), 0:3 კანკავა (69).
გაფრთხილება: რ.კასციარო, ჯ.ჩიპოლინა – ძარია
მსაჯი: ჰ.ლეჩნერი

0.1422