ინდოეთის ქალაქ პუნეში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მე-8 ტური წარმატებული გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის.
გოგონათა ტურნირში მერი არაბიძემ (2409) თეთრი ფიგურებით ინდოელ საკში ჩიტლანგს (1827) სძლია და თავი 5.0 ქულას მოუყარა. გოგონებში 6.5 ქულით 3 მოჭადრაკე ლიდერობს: რუსი ალეკსანდრა გორიაჩკინა (2430), პოლონელი ანა ივანოვა (2279) და პერუელი ან ჩუმპიტაზი (2201).
მე-9 ტურში არაბიძე შავებით იტალიელ ტეა გუეჩის (2099) ეთამაშება, რომელსაც ასევე 5.0 ქულა აქვს.
ბიჭებში ირაკლი ბერაძემ (2318) შავი ფიგურებით ინდოელ განეშს (2030) მოუგო და 5.0 ქულა მოაგროვა. აქაც ლიდერთა აქტივში 6.5-6.5 ქულაა. წინ იი ვეი (ჩინეთი, 2641), შანგლეი ლუ (ჩინეთი, 2533) და კარენ გრიგორიანი (სომხეთი, 2591) არიან.
13 ტურად მიმდინარე ტურნირის მე-9 ტურში ბერაძე თეთრებით ლატვიელ ტომს კანტანსს (2485) ეთამაშება.