მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “ჩელსის” გამოცდილი მეკარით, პეტრ ჩეხით დაინტერესდა – იუწყება Football Espana.
ჩეხი კიპერის მდგომარეობა, რომელიც 2004 წლიდან ირიცხება “ჩელსიში”, მიმდინარე წელს მკვეთრად შეიცვალა. კლუბში ტიბო კურტუა დაბრუნდა, რომელიც 3 სეზონის განმალობაში სწორედ “ატლეტიკოში” გამოდიოდა იჯარით, რასაც ჩეხის სათადარიგოთა სკამზე გადანაცვლება მოჰყვა.
ამას ისიც ემატება, რომ დიეგო სიმეონე ახალი მეკარეებით, იან ობლაკითა და მიგელ ანხელ მოიათი დიდად კმაყოფილი არაა. “როხიბლანკო” ჩეხის დამატებას იანვარში შეეცდება.