ფეხბურთი

18:01 | 14.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი იაპონიასთან: ჩაუარა ქორივით

ბრაზილიის ნაკრებმა სინგაპურში 4:0 გაანადგურა იაპონია. ამ ამხანაგურ მატჩში პოკერი მიითვალა ნეიმარმა. დაბრუნდა ნამდვილი ბრაზილია? რაც მუნდიალი დასრულდა, "პენტაკამპეონებმა" მეოთხე ამხანაგური მატჩი გამართეს და ყველა მშრალზე მოიგეს. თანაც, მე თქვენ გეტყვით, სუსტი მეტოქეები ჰყავდათ... ეკვადორთან 1:0, კოლუმბიასთან 1:0, არგენტინასთან 2:0, იაპონიასთან 4:0.

ჯერჯერობით, კარლოს დუნგას დაბრუნება მშვენივრად წაადგა ბრაზილიას და შედეგი სახეზეა. დუნგას მიმართ კრიტიკა აღარ ისმის და პესიმისტები გაჩუმდნენ.

რაც შეეხება გოლებს: ნეიმარმა ჯერ დიეგო ტარდელის დაფარული პასის შემდეგ მეკარე მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა; შემდეგ "ლივერპულის" ნახევარმცველ კოუტინიუს გადაცემა გამოიყენა; მესამე ჯერზე ისევ კოუტინიუმ იაქტიურა, მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია და "ბარსელონას" ვარსკვლავმა დაამატა ცაციით; მეოთხე კი თავით გაიტანა კაკას ჩაწოდების შემდეგ.

იაპონია-ბრაზილია 0:4 (0:1)

იაპონია: კავაშიმა, ოტა, სიოტანი, საკაი, მოროსაიტე, ტანაკა (ჰასოგაი 70), ტაგუტი, მორიოკა (ჰონდა 46), სიბასაკი (სუძუკი 84), ოკაზაკი (კაკიტანი 79), კობიასი (მუტო 52)

ბრაზილია: ჟეფერსონი, დანილო (ფერნანდესი 46), ჟილი, მირანდა, ფელიპე ლუისი, ვილიანი (ევერტონ რიბეირო 46), ლუის გუსტავო (სოუზა 73), ელიასი (კაკა 76), ნეიმარი, ოსკარი (კოუტინიუ 46), ტარდელი (რობინიო 66).

გოლები: 0:1, 0:2, 0:3, 0:4 ნეიმარი (18, 48, 77, 81).

0.134901