ჩინეთის ქალაქ შენჟენში ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული, რეიტინგის მე-11 ნომერი ენდი მარეი გახდა. ბრიტანელმა ფინალში რეიტინგის 22-ე ნომერი, ესპანელი ტომი რობრედო დაამარცხა (5:7, 7:6, 6:1).
მატჩი დაძაბულად წარიმართა. პირველ სეტში, 5:5-ზე რობრედომ მოახერხა ბრეიკის შესრულება და სეტი ესპანელის სასარგებლოდ დასრულდა. ტომი რობრედო მეორე სეტის ტაი-ბრეიკზე 6:2 იგებდა. თითქოს ყველაფერი ესპანელის სასარგებლოდ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ რობრედომ მატჩ-პოინტი 5-ჯერ ვერ გამოიყენა და საბოლოოდ ენდიმ ტაი-ბრეიკი 11:9 მოიგო. მესამე სეტში, პლანეტის 22-ე ჩოგბურთელმა მარეის ვერანაირი წინააღმდეგობა გაუწია.
ბრიტანელმა 10 ეისი მოაწოდა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. რობრედომ 4 ეისი ჩააწოდა და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა.
შენჟენის ტურნირის საპრიზო ფონდი 590230 ამერიკული დოლარია.
მარეიმ კარიერაში შენჟენის ტურნირი პირველად მოიგო და ATP-ის 29-ე ტიტული მოიპოვა.
ენდის დიდი სლემის ტურნირი 2-ჯერ აქვს მოგებული: უიმბლდონი (2013 წ.) და ამერიკის ღია პირველობა (2012 წ.)
ფინალის საინტერესო მომენტები
https://www.youtube.com/watch?v=4oy7tQBENT0