პორტუგალიის ნაკრების ახალ თავკაცს, ფერნანდო სანტუშს ფიფამ დისკვალიფიკაცია მოუსხნა და დანიასთან მატჩში თავისი გუნდის დამოძღვრა შეეძლება.
სანტუში პორტუგალიამდე, საბერძნეთის ნაკრებს წვრთნიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის 1/8 ფინალში კოსტა-რიკასთან მატჩში მსაჯის შეურაცყოფის გამო გააძევეს.
60 წლის სპეციალისტს თავიდან 8 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ჯარიმის სახით 20000 ევრო გადაახდევინეს, თუმცა სანტუშს სათადარიგოთა სკამიდან ხელმძღვანელობა უახლოეს მატჩშივე შეეძლება.
აღნიშნული შეხვედრა 14 ოქტომბერს 22:45 წუთზე დაიწყება.