ჩოგბურთი

20:49 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ადგილი და ნახევარფინალი

რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი დამაჯერებლად მოიგო, მეტოქეებს მხოლოდ 9 გეიმი დაუთმო, ამასთან დახურულ კორტებზე ზედიზედ 30-ე შეხვედრაში იმარჯვა. დღეს ჯოკოვიჩმა ჩეხ ტომაშ ბერდიხს 6:2, 6:2 სძლია, ნახევარფინალში გავიდა და წლის ბოლომდე კლასიფიკაციის მოწინავე პოზიციასაც ვერავინ შეეცილება.

ჯოკოვიჩ-ბერდიხის პაექრობამ საათსა და 9 წუთს გასტანა. 27 წლის “ნოლემ” 4 ბრეიკი შეასრულა. ნოვაკმა დამაჯერებლად დაიკავა პირველი ადგილი A ჯგუფში და წლის შემაჯამებელი შეჯიბრების ნახევარფინალში B ჯგუფის მეორეადგილოსან იაპონელ კეი ნიშიკორის შეხვდება.

0.115195