ლატვიური ინტერნეტპორტალის sportacentrs.com-ის ვერსიით, გასული საფეხბურთო სეზონის საუკეთესო მწვრთნელად რიგის “სკონტოს” თავკაცი თამაზ პერტია აღიარეს, ხოლო სიმბოლურ ნაკრებში ერთბაშად ორი ქართველი მოხვდა – მცველი ლაშა დვალი და ნახევარმცველი ირაკლი კლიმიაშვილი.
პერტიას ხელმძღვანელობით ლატვიის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. 19 წლის დვალმა “სკონტოში” 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
კლიმიაშვილმა 28 შეხვედრაში ითამაშა და მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო.
წელს ლატვიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ “ვენტსპილსი” გახდა, სადაც თორნიკე თარხნიშვილი გამოდის.