გერმანული “ვოლფსბურგის” დანიელმა თავდამსხმელმა ნიკლას ბენდტნერმა ჟურნალისტებთან საუბარისას მისი ყოფილი კლუბი “არსენალი” გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ლონდონში დრო დაკარგა.
“ჩემს მიერ “არსენალში” გატარებული ბოლო წელი საშინელება იყო. არ მაძლევდნენ სათამაშო დროს და ამიტომაც გადავწყვიტე ლონდონის დატოვება. შეიძლება ითქვას, ამ კლუბმა ჩემი დრო შეიწირა”, - აღნიშნა 26 წლის ფეხბურთელმა.
ბენდტნერი “მეთოფეთა” რიგებში 2005-დან 2014 წლამდე ირიცხებოდა და ამ პერიოდში ის სამ გუნდში იყო განათხოვრებული: 2006-2007 წლებში “ბირმინგემში”, 2011-2012 წლების სეზონის მეორე ნახევარში “სანდერლენდში”, 2012-2013 წლებში “იუვენტუსში.”
საბოლოოდ, ნიკლას ბენდტნერმა “არსენალი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და “ვოლფსბურგს” მიაშურა. გერმანული კლუბის მაისურით მან ბუნდესლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა, ხოლო ევროპის ლიგაზე სამი მატჩი და 2 გოლი გატანა.