ფეხბურთი

16:32 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

"ბენფიკამ" ალმეიდას კონტრაქტი გაუხანგრძლივა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მცველმა ანდრე ალმეიდამ ლისაბონის "ბენფიკასთან" კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

24 წლის ფეხბურთელს პორტუგალიურ გრანდთან ხელშეკრულება 2018 წლის ზაფხულში ეწურებოდა.

ალმეიდამ ეროვნული გუნდის რიგებში 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატშიც მიიღო მონაწილეობა, თუმცა პორტუგალიის თავკაცად ფერნანდო სანტუშის დანიშვნის შემდეგ მცველს ნაკრებში თამაშის საშუალება არ ჰქონია.

მიმდინარე სეზონში ალმეიდამ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და პირად აქტივს ერთი საგოლე გადაცემა შემატა.

0.125816