ფეხბურთი

15:42 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევერტონი” მზადაა ბარკლის 60 მილიონად შეელიოს

“მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობა ლივერპულის “ევერტონის” ნახევარმცველ როს ბარკლის შეძენის მცდელობას არ ეშვება.

Manchester Evening News-ის ცნობით, მერსისაიდული კლუბი მზადაა, ინგლისის ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი გაასხვისოს, ოღონდ ამისათვის 60 მილიონი გირვანქა სტერლინგი უნდა მიიღოს.

“სიტი” ბარკლიში იაია ტურეს შემცვლელს ხედავს, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ კლუბის გამოცვლას აპირებს. მანჩესტერელებს ბარკლის შეძენა ჯერ კიდევ გასულ ზაფხულში სურდათ, მაგრამ “ევერტონისგან” უარი მიიღეს და მერსისაიდელებმა ფეხბურთელთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივეს.

0.12695