თბილისის გარდა, ევროპის 8 ქალაქში დღეს კონტინენტის პირველობის შესარჩევი ეტაპის მე-4 ტურის 3 ჯგუფის მატჩები გაიმართება. საქართველოს ნაკრების ჯგუფში, გერმანიის ნაკრებს გიბრალტართან ელის წავარჯიშება, ხოლო მეორე შეხვედრა ნამდვილად დიდ ინტერესს იწვევს შოტლანდია ირლანდიას მიიღებს. სხვა ჯგუფებიდან გამოსარჩევია პორტუგალიისა და სომხეთის დაპირისპირება. “ლუზიტანებმა” პირველ ტურში შინ ალბანეთთან წააგეს და დღეს პირველი საშინაო გამარჯვებისთვის ემზადებიან.
D ჯგუფი
გერმანია – გიბრალტარი
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის ნაკრებს დღეს ვარჯიში ელის ოფიციალურ მეტოქესთან და ამ მატჩში მხოლოდ ისაა გასარკვევი, თუ რა ანგარიშით განადგურებს ევროპის მაჩანჩალა საფეხბურთო ქვეყანას. საინტერესოა, რომ წამყვანი ევროპული ტოტალიზატორები შეხვედრაში 10 ბურთის გასვლას 1.9 კოეფიციენტით აფასებენ, რაც იშვიათი სანახავია.
ლიოვის გუნდი ტრავმების გამო ოზილს, შვაინშტაიგერსა და როისს მოისაკლისებს, თუმცა მათი არყოფნა დღეს არანაირი პრობლემა არაა ბუნდესგუნდისთვის.
გიბრალტარზე რა შეიძლება ითქვას? მათი სამოყვარულო ნაკრებიდან ჩვენთვის მათი გვარები არაფრისმთქმელია. დღეს ალენ ბულას შეგირთთა მთავარი მიზანი ალბათ ის იქნება, რომ 10 ბურთზე ნაკლები გაუშვან.
ისე კი, გერმანიას სან მარინოსთვის 13:0 აქვს მოგებული. ვნახოთ, გააუმჯობესებს თუ არა ლიოვის კრებული ამ შედეგს.
სავარაუდო შემადგენლობები
გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი, ჰუმელსი, რუდიგერი, დურმი, გინტერი, კროოსი, ბელარაბი, გიოტცე, დრაქსლერი, მიულერი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
გიბრალტარი (4-5-1): რობა, გარსია, უისმენი, სანტონი, ჯ.ჩიპოლინა, გუილინგი, პერესი, რ.კასციარო, უოლკერი, კ.კასციარო, ლ.კასციარო.
მწვრთნელი: ალენ ბულა
მსაჯი: ა.ტუდორი
შოტლანდია – ირლანდია
14 ნოემბერს ჩვენს ქვეჯგუფში ყველაზე დიდ ინტერესს შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებების შეხვედრა იწვევს. მატჩის მიმართ ინტერესს ის გარემოებაც ზრდის, რომ ორივე გუნდმა ასე თუ ისე წარმატებით დაიწყო შესარჩევი ციკლი და ჯგუფიდან გასვლის მეტნაკლებად რეალური შანსიც აქვთ.
პარასკევს შეხვედრა გლაზგოს “სელტიკ პარკზე” გაიმართება. ირლანდიელებს ჩატარებული სამი მატჩის შემდეგ აქტივში 7 ქულა აქვთ მოპოვებული, მათ ხვალინდელ მოწინააღმდეგეს კი 3 ქულით ნაკლები. ამიტომაც ხვალ “სქოთები” მოედანზე მხოლოდ 3 ქულისთვის გავლენ.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება, ტრავმების გამო მასპინძლები ინგლისური “სტოკის” მარჯვენა მცველ ფილ ბრედსლის და “დერბი ქაუნთის” საყრდენ ნახევარმცველ კრეიგ ბრაისონს მოისაკლისებენ, “კელტებს” კი “სტოკ სიტის” ნახევარმცველი გლენ უელანი, მისი თანაგუნდელი მარკ უილსონი და “ევერტონის” ნახევარმცველი ჯეიმს მაკარტი დააკლდებათ.
სავარაუდო შემადგენლობები
შოტლანდია (4-4-1-1): მაკგრეგორი; ჰატონი, მარტინი, ჰენლი, ფორსაითი; ანია, ბრაუნი, მორისონი, მელონი; ნეისმიტი; ფლეტჩერი.
ირლანდია (4-2-3-1): ფორდი; მეილერი, ოში, პირსი, უორდი; ქუინი, გიბსონი; უოლტერსი, მაკგიდი, მაკლეინი; კინი.
1. | პოლონეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 11:2 | 7 | |
2. | ირლანდია | 3 | 2 | 1 | 0 | 10:2 | 7 | |
3. | გერმანია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:4 | 4 | |
4. | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 | |
5. | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 4:3 | 3 | |
6. | გიბრალტარი | 3 | 0 | 0 | 3 | 0:17 | 0 |
F ჯგუფი
რუმინეთი – ჩრდილოეთ ირლანდია
რუმინეთის ნაკრები ჯგუფის მოულოდნელ ლიდერს მიიღებს შინ. ჩრდილოეთ ირლანდიამ სამი მატჩიდან სამივეს მოგება მოახერხა და 9 ქულით პირველ ადგილზეა მოკალათებული. მაიკლ ო’ნილის შეგირდებმა გასვლაზე უნგრეთი და საბერძნეთი დაამარცხეს, ხოლო ფარერებს შინ აკმარეს ორი უპასუხო ბურთი. აღსანიშნავია, რომ ნაკრებში პირველად მიიწვიეს “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა მცველი, პედი მაკნაირი. მწყობრში არიან კაპიტანი სტივენ დევისი და კრის ბრანტი.
კარგად გამოიყურება რუმინეთის ნაკრებიც, რომელთაც დღევანდელი მეტოქის მსგავსად ორი საგარეო გამარჯვება მოიპოვეს: ფინეთთან და საბერძნეთთან, მაგრამ ბრიტანელთაგან განსხვავებით შინ დაკარგეს ქულები უნგრეთთან. რუმინელები საბრძოლო შემადგენლობით ხვდებიან შეხვედრას და გამარჯვების მოპოვებით, გალიდერებას გეგმავენ.
სავარაუდო შემადგენლობები
რუმინეთი (4-4-1-1): ტატარუშანუ, ლუჩინი, კირიკეში, რაცი, გრიგორი, ჰობანი, პინტილი, ტორჟე, ტანაშე, ჩიპჩიუ, სტანჩუ.
მწვრთნელი: ანხელ იორდანეშკუ
ჩრდილოეთ ირლანდია (4-5-1): კეროლი, მაკაული, ჰიუზი, მაკლაგლინი, ფერგიუსონი, ნორვუდი, დევისი, ბეირდი, ევანსი, იარდი, ლაფერტი.
მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი
მსაჯი: იონას ერიკსონი
უნგრეთი – ფინეთი
ადგილი: ბუდაპეშტი, “გრუპამა არენა”
მსაჯი: კლიმენტ ტურპინი
საბერძნეთი – ფარერები
ადგილი: პირეოსი, “გეორგიოს კარაკასი”
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი
1. | ჩრდილოეთ ირლანდია | 3 | 3 | 0 | 0 | 6:1 | 9 |
2. | რუმინეთი | 3 | 2 | 1 | 0 | 4:1 | 7 |
3. | ფინეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 |
4. | უნგრეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 |
5. | საბერძნეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 1:4 | 1 |
6. | ფარერები | 3 | 0 | 0 | 3 | 1:6 | 0 |
I ჯგუფი
პორტუგალია – სომხეთი
პორტუგალიის ნაკრებმა შესარჩევი ალბანეთთან საშინაო წაგებით დაიწყო, რასაც “ლუზიტანთა” აწ უკვე ყოფილი მთავარი მწვრთნელი, პაულო ბენტუ შეეწირა. ნაკრების სათავეში ფერნანდო სანტუში მოვიდა, რომლის ხელმძღვალობითაც პორტუგალიამ დანიის ნაკრები რონალდუს მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლით სტუმრად დაამარცხა.
პორტუგალიელები დღეს პირველ საშინაო მოგებასა და სატურნირო ცხრილში აღზევებას გეგმავენ. ნაკრებს ფაბიო კოენტრაო ვერ დაეხმარება ტრავმის გამო. სამაგიეროდ, არიან ახალი სახეები: ჟოზე ფონტე, რაფაელ გერეირო, ტიაგო გომეში და ადრიენ სილვა. გარდა ამისა, სანტუშმა ნაკრებში დააბრუნა ვეტერანი მოთამაშეები: პოშტიგა, ბოსინგვა და კარვალიო.
სომხეთის ნაკრები ცუდად არ გამოიყურება, თუმცა 1 ქულით მაინც ბოლო ადგილზეა. ეს შეიძლება უიღბლობასაც დავაბრალოთ და დაბალ კლასსაც, რადგან ჩვენი მეზობლები უპირატესობის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ და მატჩის ბოლოს კარგავენ ქულებს. წინა ტურში, სომხები სერბებს 89-ე წუთამდე უგებდნენ შინ, მაგრამ გამარჯვებამდე მაინც ვერ მიიყვანეს შეხვედრა. თანაც, 83-ე წუთზე პიცელმა პენალტი ვერ გაიტანა. დღეს სომხეთი უპირობო აუტსაიდერია, თუმცა ამ ნაკრებს უყვარს სენსაციების შემოთავაზება და ვნახოთ..
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუგალია (4-3-3): პატრისიო, სედრიკი, კარვალიო, პეპე, ელისეუ, ტიაგო, მოუტინიო, კარვალიო, დანი, ნანი, რონალდუ.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში
სომხეთი (5-2-3): ბერეზოვსკი, იოვანისიანი, იაროიანი, არზუმანიანი, ვოსკანიანი, აირაპეტიანი, მკრტიჩიანი, იედიგარიანი, სარქისოვი, სიმონიანი, პიცელი.
მწვრთნელი: ბერნარდ ჩალენდესი
მსაჯი: ტაშოს სიდიროპოლუსი
სერბეთი – დანია
ადგილი: ბელგრადი, “შტადიონ პარტიზანა”
მსაჯი: იუნეტ ჩაქირი
1. | დანია | 3 | 1 | 1 | 1 | 3:3 | 4 |
2. | ალბანეთი | 3 | 1 | 1 | 1 | 2:4 | 4 |
3. | პორტუგალია | 2 | 1 | 0 | 1 | 1:1 | 3 |
4. | სერბეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 4:1 | 1 |
5. | სომხეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 2:3 | 1 |
ყველა შეხვედრა თბილისის დროით 23:45 წუთზე დაიწყება.