ფეხბურთი

12:54 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჰიდინკმა ნაკრებში ქართველთათვის ნაცნობი რეკიკი იხმო

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუს ჰიდინკმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის "ნარინჯისფერთა" რიგებში, რონ ვლაარის ნაცვლად, პსვ-ს 19 წლის ცენტრალური მცველი ქარიმ რეკიკი გამოიძახა. აღნიშნული ინფორმაცია ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

"ასტონ ვილას" მცველმა ტრავმა მექსიკასთან ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.

რეკიკს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი 2014 წლის 5 მარტს საფრანგეთთან გამართულ მატჩში ჰქონდა.

ქარიმ რეკიკს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებთანაც უთამაშია. ევრო შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩში ახალგაზრდა "ჯვაროსნებმა" ქალაქ დევენტერში ჰოლანდიელი თანატოლები ჯიღაურის გოლის წყალობით დაამარცხეს. აღნიშნულ შეხვედრაში რეკიკი 46-ე წუთზე შეცვალეს, გოლი კი 71-ე წუთზე გავიდა.

ახალგზარდა მცველმა პსვ-ს რიგებში მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა.

0.113794