ფეხბურთი

11:12 | 14.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მაროკოში გაიმართება

ფიფას "ტვიტერის" ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, მსოფლიოს 2014 წლის საკლუბო ჩემპიონატი კვლავ მაროკოში გაიმართება. მაროკომ უკვე უარი განაცხადა აფრიკის ეროვნებათა თასის მასპინძლობაზე ებოლას ვირუსის გამო, თუმცა ფიფამ უპირატესობა მაინც ხსენებულ ქვეყანას მიანიჭა.

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ: მადრიდის "რეალი", "სან ლორენცო", "კრუზ ასული", "სიდნეი უანდერერსი", "ეს სეტიფი" "ატლეტიკ ტეტოუანი". აღნიშნული ტურნირის ფინალი 20 დეკემბერს გაიმართება.

2013 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც მაროკოში გაიმართა და ტურნირის გამარჯვებული მიუნხენის "ბაიერნი" გახდა.

0.1253