დღეს ევროპის 9 ქალაქში კონტინენტის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩები გაიმართება. ყველაზე დიდ ინტერესს, ბოსნიისა და ბელგიის დაპირისპირება იწვევს, ჰოლანდია გასვლაზე ხვდება ისლანდიას, ხოლო იტალია – მალტას.
A ჯგუფი
ისლანდია – ჰოლანდია
ადგილი: რეიკიავიკი, “ლაუგარდასვიულური”
დრო: 22:45
მსაჯი: ველასკო კარბალიო
ორი ტურის შემდეგ ისლანდიის ნაკრები ჯგუფის ლიდერად მოგვევლინა ჩეხეთის ნაკრებთან ერთად. გილფი სიგურდსონი და კამპანია ძალიან კარგად გამოიყურებიან და ლატვისა და თურქეთს ერთნაირი ანგარიშით – 3:0 გაუსწორდნენ.
ისლანდიელები დღევანდელ მატჩსაც იმედით ხვდებიან და არაფრის დათმობას არ აპირებენ. კუნძულელთა მთავარი მწვრთნელის, ლარს ლაგერბეკის თქმით, მათი მიზანი კონტინენტის პირველობაზე თამაშია.
მძიმედ დაიწყო ჰოლანდიის ნაკრებმა მიმდინარე შესარჩევი. გუს ჰიდინკის გუნდმა პირველი ტურის მატჩი ჩეხეთთან წააგო გასვლაზე, ხოლო წინა შეხვედრაში გაჭირვებით დაამარცხდა ყაზახეთი. ჰიდინკის განცხადებით, მისი გუნდი მზადაა დღევანდელი მატჩისთვის და მიზანი მხოლოდ მოგება იქნება.
სავარაუდო შემადგენლობები
ისლანდია: ჰალდორსონი, რ.სიგურდსონი, არნასონი, სკულასონი, ბ.ბარნასონი, ტ.ბარნასონი, ჰალფრედსონი, გუნარსონი, გ.სიგურდსონი, ბოდვარსონი, სიგტორსონი.
მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი
ჰოლანდია: სელესენი, დე ვრეი, ინდი, ბლინდი, ვან დერ ვილი, დე იონგი, სნეიდერი, აფელაი, ლენსი, რობენი, ვან პერსი.
მწვრთნელი: გუს ჰიდინკი
ყაზახეთი – ჩეხეთი
ადგილი: ასტანა, “ასტანა არენა”
დრო: 20:00
მსაჯი: მ.გესტრანუსი
ლატვია – თურქეთი
ადგილი: რიგა, “შტადიონს სკონტო”
დრო: 22:45
მსაჯი: ბ.მადენი
1. | ისლანდია | 2 | 2 | 0 | 0 | 6:0 | 6 | |
2. | ჩეხეთი | 2 | 2 | 0 | 0 | 4:2 | 6 | |
3. | ჰოლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 4:3 | 3 | |
4. | ყაზახეთი | 2 | 0 | 1 | 1 | 1:3 | 1 | |
5. | ლატვია | 2 | 0 | 1 | 1 | 0:3 | 1 | |
6. | თურქეთი | 2 | 0 | 0 | 2 | 1:5 | 0 |
B ჯგუფი
ბოსნია – ბელგია
ადგილი: ზენიცა, “შტადიონ ბილინა პოლჟე”
დრო: 22:45
მსაჯი: ლ.ბანტი
ძალიან საინტერესო მატჩი შედგება ზენიცაში, სადაც ადგილობრივი ნაკრები ბელგიის ნაკრებს მიიღებს. ბოსნიელებმა ცუდად დაიწყეს და კვიპროსთან მარცხს, უელსთან ფრე მიაყოლეს. ამჯერად კი, მათ ბევრად სერიოზული მეტოქე ეყოლებათ, სადაც კიდევ უფრო გაუჭირდებათ.
ბელგიელებს მხოლოდ 1 მატჩის ჩატარება მოუწიათ აქამდე და ანდორა უპრობლემოდ გაანადგურა მარკ ვილმოტსის გუნდმა. განსაკუთრებული დანაკლისი “წითელ ეშმაკებს” არ აქვთ, კრისტიან ბენტეკეს ტრავმა კი, ძალიან ძველი ამბავია.
ბოსნია: ბეგოვიჩი, მუჟზა, ჰაძიკი, ლულიჩი, ბეშიჩი, სუშიჩი, მედუნჯანინი, პიანიჩი, იბიშევიჩი, ჯეკო.
მწვრთნელი: საფეტ სუშიჩი
ბელგია: კურტუა, ალდერვეირელდი, ლომბერტსი, ვერტონგენი, კომპანი, ფელაინი, დემბელე, მერტენსი, ჩადლი, დე ბრუინი, ლუკაკუ.
მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი
ანდორა – ისრაელი
ადგილი: ანდორა ლა ველა, “კამპ დ’ესპორტი”
დრო: 22:45
მსაჯი: კ.ბალაი
უელსი – კვიპროსი
ადგილი: კარდიფი, “კარდიფ სიტი”
დრო: 22:45
მსაჯი: მ.გრაფე
1. | უელსი | 2 | 1 | 1 | 0 | 2:1 | 4 | |
2. | ბელგია | 1 | 1 | 0 | 0 | 6:0 | 3 | |
3. | ისრაელი | 1 | 1 | 0 | 0 | 2:1 | 3 | |
4. | კვიპროსი | 2 | 1 | 0 | 1 | 3:3 | 3 | |
5. | ბოსნია | 2 | 0 | 1 | 1 | 1:2 | 1 | |
6. | ანდორა | 2 | 0 | 0 | 2 | 1:8 | 0 |
H ჯგუფი
მალტა – იტალია
ადგილი: ტა’ქალი, “ტა’ქალი ნაციონალ სთედიუმი”
დრო: 22:45
მსაჯი: ო.ჰატეგანი
იტალიის ნაკრები გასვლაზე ჯგუფის ყველაზე სუსტ მეტოქეს შეხვდება დღეს. “სკუადრა აძურას” წინა ტურში ცოტათი გაუჭირდა აზერბაიჯანთან, მაგრამ რაც მთავარია 3 ქულის აღება მაინც მოახერხა.
მალტასთან არავინ არაფერს რომ არ ელის ახალი ამბავი არაა, იტალია კი, დაგეგმილი 3 ქულის იოლად მოპოვებას შეეცდება. როგორც ცნობილია, ანტონიო კონტე ახალწვეულის გრაციანო პელეს ძირითადში დაყენებას აპირებს.
სავარაუდო შემადგენლობა
იტალია: ბუფონი, რანოკია, ბონუჩი, კიელინი, კანდრევა, მარკიზიო, ვერატი, ფლორენცი, პასკუალი, იმობილე, პელე.
მწვრთნელი: ანტონიო კონტე
ნორვეგია – ბულგარეთი
ადგილი: ოსლო, “ულევალ შტადიონი”
დრო: 22:45
მსაჯი: მ.ბენქუერენკა
ხორვატია – მალტა
ადგილი: ოსიეკი, “შტადიონ გრადსკი”
დრო: 22:45
მსაჯი: ს.შტუდერი
1. | იტალია | 2 | 2 | 0 | 0 | 4:1 | 6 | |
2. | ხორვატია | 2 | 2 | 0 | 0 | 3:0 | 6 | |
3. | ნორვეგია | 2 | 1 | 0 | 1 | 3:2 | 3 | |
4. | ბულგარეთი | 2 | 1 | 0 | 1 | 2:2 | 3 | |
5. | აზერბაიჯანი | 2 | 0 | 0 | 2 | 2:4 | 0 | |
6. | მალტა | 2 | 0 | 0 | 2 | 0:5 | 0 |