ფეხბურთი

12:44 | 13.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

რობი კინი ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების საუკეთესო ბომბარდირია

ირლანდიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფორვარდი რობი კინი, ევრო-2016 შესარჩევ ციკლში გიბრალტარის ნაკრებთან მოგებულ მატჩში (7:0) 13 წუთში შესრულებული ჰეთ-თრიქის წყალობით, ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე 21 გოლია.

კინი პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ირლანდიის ნაკრებში ჰეთ-თრიქი 3-ჯერ შეუსრულებია. გარდა ამისა, 34 წლის ფეხბურთელს, ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირების (საკვალიფიკაციო ტურნირის, ფინალური ეტაპების და პლეო ოფის მატჩების გათვალისწინებით) თურქი ჰაქან შუქურისა და დანიელი იონ-დალ ტომასონის მიღწევის გაუმჯობესების რეალური შანსი აქვს. ამ ფეხბურთელებს 22-22 ბურთი გაუტანიათ.

ევროპის ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირები (პლეი ოფის მატჩების ჩათვლით):

რობი კინი (ირლანდია) – 21 გოლი

ჰაქან შუქური ( თურქეთი) – 20

იონ-დალ ტომასონი (დანია) – 19

იან კოლერი (ჩეხეთი) – 18

რაული (ესპანეთი) – 18

შოთა არველაძე ( საქართველო) – 17

დავორ შუკერი (ხორვატია) – 17.

ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირები (საკვალიფიკაციო ეტაპები, პლეი ოფის მატჩები, ფინალური ეტაპები):

ჰაქან შუქური (თურქეთი) – 22

იონ-დალ ტომასონი (დანია) – 22

კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) – 21

რობი კინი (ირლანდია) – 21

დავორ შუკერი (ხორვატია) – 20

მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 19

რაული (ესპანეთი) - 19

თეგებირობი კინი
0.122917