ახალი ზელანდიის ქალაქ დანიდინში მიმდინარე 2025 წლის ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 დივიზიონის B ჯგუფში გაიმართა მეოთხე ტურის შეხვედრები, სადაც საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მატჩიც მოიგო, ქართველებმა ჩინური ტაიპიეს ნაკრები 3:1 დაამარცხეს.
ოთხი ტურის შემდეგ საქართველოს 11 ქულა აქვს და გათამაშებას ლიდერობს, ალექსანდრე ვედერნიკოვის გუნდს მეორე დივიზიონის A ჯგუფში გადასასვლელად მხოლოდ ქულა აშორებს.
საქართველოს ნაკრებმა პირველ შეხვედრაში ისლანდიას 4:0 მოუგო, მეორე ტურში ტურნირის მასპინძელი ახალი ზელანდიის ნაკრები 5:0 დაამარცხა, ხოლო მესამე ტურში ბულგარეთის ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში 8:7 აჯობა.
შემდეგ მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები გამართავს ტაილანდის ეროვნულ ნაკრებთან. შეხვედრა 3 მაისს გაიმართება. ცნობისთვის, ტურნირში გამარჯვებული პირველადგილოსანი გუნდი აღზევდება მე-2 დივიზიონის A ჯგუფში. საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები დაკომპლექტებულია როგორც ადგილობრივ ჩემპიონატში მოასპარეზე მოთამაშეებით, ასევე ლეგიონერებით.