ფეხბურთი

0:25 | 2.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური დაასახელა, რომელშიც კვარაცხელია არ შეიყვანეს

უეფამ ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოხვდა.

ქართველი შემტევის პოზიციაზე უეფამ „ბარსელონას“ გარემარბი, რაფინია ამჯობინა, რომელმაც „ინტერთან“ ორ საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა. ნახევარფინალის პირველი მატჩების სიმბოლური ნაკრები ასეთია:

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ)

მცველები: დენზელ დუმფრისი (ინტერი), მარკინიოსი (პსჟ), ფრანჩესკო აჩერბი (ინტერი), მაილს ლუის-სკელი (არსენალი)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ვიტინია (პსჟ), პედრი (ბარსელონა)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ბარსელონა), უსმან დემბელე (პსჟ), რაფინია (ბარსელონა)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118215
სარეკლამო ადგილი - 99
X x X