„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ბარსელონა“ – „ინტერის“ მატჩის შესახებ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა ასევე კომენტარი გააკეთა როდრიზე, რომელმაც ვარჯიში განაახლა:
„გუშინდელი მატჩის სილამაზემ გამაოცა. ასეთი მატჩების წყალობით, სტადიონები ცარიელი არასდროს იქნება და ჩვენი ინდუსტრია განვითარებას გააგრძელებს. ვფიქრობ, „ინტერმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად ძლიერია, როგორც ჩვენს წინააღმდეგ ფინალში. წარმოუდგენლად კარგი გუნდია, დაცვაში, კონტრშეტევაზე, ფიზიკურად და ორგანიზაციით. ინძაგი გასაოცარი მწვრთნელია.
ნამდვილად მოხარული ვართ, რომ ჰოლანდი დაბრუნდა და როდრიმ ვარჯიში განაახლა. ეს რთული ტრავმა იყო, როდრი დღითიდღე უფრო მეტს ვარჯიშობს, მაგრამ უნდა მოვიცადოთ, რადგან ისევ ტრავმა არ მიიღოს, ფრთხილად უნდა ვიყოთ. ყოველ ვარჯიშზე უკეთაა და როდესაც ექიმი იტყვის, რომ თამაში შეუძლია, მაშინ ითამაშებს. ამ სეზონში თუ ითამაშებს? არ ვიცი, ექიმი მეტყვის, მე ექიმი არ ვარ“, - თქვა გვარდიოლამ.