„ბარსელონას“ ფეხბურთელები „ინტერთან“ მატჩის (3:3) შემდეგ თვითკრიტიკულად იყვნენ განწყობილი. როგორც მათ თქვეს, თამაშის დასაწყისში ეძინათ და სახლში 3 გოლის გაშვება მიუღებელია.
ფერან ტორესი: „თავიდან ჩაგვეძინა, შემდეგ სიტუაცია გამოვასწორეთ, რაც ძალიან რთული იყო. შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ“.
პაუ კუბარსი: „თვითკრიტიკულები უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენს კართან ხიფათი ბევრჯერ არ მიგვიღია, მაგრამ მაინც სამი გოლი გავუშვით. თუმცა, უარყოფითად არ უნდა ვიყოთ განწყობილი, უნდა ვიფიქროთ, რომ საპასუხო მატჩის მოგება შეგვიძლია“.
„ბარსას“ შემტევმა რაფინიამ უბრალოდ აღნიშნა, რომ ამდენი გოლის გაშვება მიუღებელია.
შეგახსენებთ, „ინტერისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო მატჩი 6 მაისს, მილანში გაიმართება.