ფეხბურთი

23:28 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ტურამი: "იამალი მსოფლიოში მესამეა, ორი საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგია"

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელმა მარკუს ტურამმა განაცხადა, რომ ლამინ იამალი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არ არის.

ფრანგი ფორვარდის აზრით, იამალი მაქსიმუმ მესამეა, კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს შემდეგ.

„იამალი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია? არა, სულაც არა. მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ფრანგია, მეორეც ასევე ფრანგია. ესენი არიან მბაპე და დემბელე. იამალი, შესაძლოა, მესამე იყოს”, - თქვა ტურამმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონა“ – „ინტერის“ მატჩი 3:3 დასრულდა, ხოლო თითო გოლი ტურამის და იამალის აქტივშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128833