ლატვიის ჩემპიონატის მე-10 ტურში რფს-მა „აუდა“ 1:0 დაამარცხა, ლაშა ოდიშარია საგოლე პასით გამოირჩა.
ქართველმა ნახევარმცველმა 74 წუთი ითამაშა, ხოლო 39-ე წუთზე მისი ჩაწოდების შემდეგ დარკო ლემაიჩმა გაიტანა და ამ გოლით რფს-მა გაიმარჯვა. ოდიშარიას ლატვიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.
რფს 24 ქულით ლიდერობს ლატვიის ჩემპიონატს, მომდევნო ტურში კი, 5 მაისს, „იელგავას“ ესტუმრება.