ფეხბურთი

18:50 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

კუნდემ შესაძლოა სამი კვირა გამოტოვოს

„ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებ-საიტზე განაცხადა მარჯვენა მცველის, ჟიულ კუნდეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში „ინტერთან“ (3:3) დაშავდა.

„პირველი გუნდის მოთამაშის, ჟიულ კუნდეს მიმართ ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ მას მარცხენა ფეხის დისტალური ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს. მისი დაბრუნება გამოჯანმრთელების სისწრაფეზე იქნება დამოკიდებული“, - ნათქვამია კატალონიური კლუბის განცხადებაში.

AS-ის ჟურნალისტის, ხავი მიგელის თქმით, ფრანგი ფეხბურთელი სამი კვირის განმავლობაში ვერ ითამაშებს.

კუნდე „ინტერთან“ მატჩის მე-40 წუთზე შეცვალეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071564