ფეხბურთი

15:49 | 1.05.2025 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიო კაპელომ იამალი და მესის შეადარა

ინგლისის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ფაბიო კაპელო მიიჩნევს, რომ ლიონელ მესი 17 წლის ასაკში ლამინ იამალზე ძლიერი იყო. ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში, „ბარსელონასა“ და „ინტერს“ შორის (3:3), კატალონიელთა 17 წლის გარემარბმა გოლი თამაშის 24-ე წუთზე გაიტანა.

„იამალი? ის თავდაუზოგავია და მოედნის შესანიშნავი ხედვა აქვს - მისი პასები მასზე მეტყველებს.

ლევანდოვსკის არყოფნა იგრძნობოდა: იამალის პასები შეიძლება კიდევ უფრო საშიში იყოს, როდესაც ის მოედანზეა.

მესი იმ ასაკში ვნახე და მას „რაღაც“ იამალზე მეტი ჰქონდა“, - ციტირებს ფაბიო კაპელოს სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

ამ სეზონში იამალმა ყველა ტურნირზე 49 მატჩი ჩაატარა, 15 ბურთი გაიტანა და 24 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი კლუბთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114469
სარეკლამო ადგილი - 99
X x X